მადონას თქმით, Rosalía-ს ახალი ალბომის „მოსმენას ვერ წყვეტს”

მადონამ Rosalía-ს ნამდვილი ვიზიონერი უწოდა.
Madonna 2024 წლის 4 მაისი, ბრაზილია. WIREIMAGE FOR LIVE NATION
Madonna
2024 წლის 4 მაისი, ბრაზილია. WIREIMAGE FOR LIVE NATION

Rosalía-ს ამბიციური მეოთხე ალბომი Lux ოფიციალურად 7 ნოემბერს გამოდის, მაგრამ ბარსელონაში დაბადებულმა მომღერალმა უკვე მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შეფასება იმ არტისტისგან, რომელმაც მუსიკალური ტრანსფორმაციების შესახებ ბევრი იცის.

5 ნოემბერს მადონამ ინსტაგრამის Story-ზე განათავსა ალბომის ყდა, სადაც Rosalía-ს მონაზვნის სამოსი აცვია. მადონამ არტისტს მიმართა: „მადლობა, Rosalía. ვერ ვჩერდები, სულ ვუსმენ! ნამდვილი ვიზიონერი ხარ!!!“

Lux არის Rosalía-ს 2022 წლის Motomami-ს შემდგომი ალბომი. ესაა ნამუშევარი, რომელმაც პოპში, ჰიპ-ჰოპში, ელექტრონულ მუსიკასა და სხვა ჟანრებში ექსპერიმენტებით მას პირველად გაუხსნა გზა Billboard 200-ის ჩარტისაკენ, სადაც ალბომი 33-ე ადგილზეა. Lux ასევე არის ორკესტრული, ოპერის სტილის ნამუშევარი, ჩაწერილი ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 18 ტრეკში Rosalía 13 სხვადასხვა ენაზე მღერის – მათ შორის ესპანურად, კატალანურად, ინგლისურად, ლათინურად, სიცილიურად, უკრაინულად, არაბულად, გერმანულად. 

მან სამი წელი დაუთმო ალბომის ტექსტის და არანჟირების შექმნას.  ტექსტებსა და მუსიკას, სადაც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული ქალები: პალერმოს წმინდა როზალია, ჩინელი პოეტი სუნ ბუ’ერი, ბიბლიური ფიგურა მირიანი – მოსეს და და ასევე პანკის „ნათლია“ პატი სმითი. „ზოგადად, ამ სამყაროში ყოფნა ბევრს ნიშნავს. ზოგჯერ დამღლელია,“ – ამბობს არტისტი Billboard-ის ახალი ყდის ინტერვიუში. „საუკეთესო შემთხვევაში, იდეა ისაა, რომ ვინც მოუსმენს, იგრძნოს ნუგეში.  ასე შეიქმნა ეს ალბომი.”

ფანები ალბომს მუსიკალურად პირველად გასულ თვეში გაეცნენ, როცა Rosalía-მ გამოუშვა სინგლი Berghain. მასში  მონაწილეობენ ბიორკი და Yves Tumor. ტრეკი იწყება სიმებიანი ორკესტრის ინტროთი, შემდეგ მოდის Carmina Burana-ს სტილის ნაწილი და Rosalía-ს სოპრანო სამ სხვადასხვა ენაზე. „ამ ალბომს სრულიად სხვა ჟღერადობა აქვს, ვიდრე ჩემს წინა პროექტებს. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო უფრო ორკესტრული პროექტის კეთება და იმის სწავლა, როგორ გამოიყენო ორკესტრი, როგორ გაუგო ყველ ინსტრუმენტს, როგორ შეისწავლო ისტორიაში საოცარი კომპოზიტორები და თქვა: კარგი, ასე იქმნებოდა [ მუსიკა]. და დასვა კითხვა: ახლა მე რა შემიძლია, რაც პირადული და ჩემთვის გულწრფელი იქნება?“ – ამბობს Rosalía ინტერვიუში. 

ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროექტი აღფრთოვანებას იწვევს Berghain-ის კოლაბორატორ ბიორკშიც, რომელმაც გასულ კვირას X-ზე დაწერა: „უსაზღვრად დიდი პატივია ამ სიმღერაში Rosalía-სთან ერთად ყოფნა! შეუდარებელია იმის ყურება, როგორ იზრდება ეს ქალი. ვულოცავ ამ დაუჯერებელ ალბომს – ჟანრებს ნამდვილი კუნგ-ფუს მსგავსად ცვლის. მისი კონცეფცია ძალიან მძაფრია!“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

შემდეგი სტატია

Snoop Dogg-ს შოტლანდიური საფეხბურთო გრანდის მფლობელობა სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი