BBC Radio 1-მა Sound of 2026-ის ნომინანტთა ე.წ. გრძელი სია გამოაქვეყნა

შერჩეულთა სია გაერთიანებული სამეფოს მუსიკალური ინდუსტრიის 170-ზე მეტმა პროფესიონალმა და არტისტმა შეარჩია, მათ შორის არიან: ელტონ ჯონი, დუა ლიპა, JADE, ოლივია დინი, YUNGBLUD და სემ სმითი.
Sombr
BRYCE GLENN

Sombr, Geese და Sasha Keable იმ არტისტებს შორის არიან, რომლებიც BBC Radio 1-ის Sound of 2026-ის გრძელ სიაში მოხვდნენ. კანდიდატების ჩამონათვალი 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა.

BBC ამ ყოველწლიურ სიას აღწერს, როგორც იმ ათი ახალბედა არტისტის წარდგენას, რომლებსაც მომავალ წელს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 2025 წელს ჯილდოს ბოლო გამარჯვებული ჩაპელ როუნი გახდა.

სიას უერთდებიან: ალესი როუზი, ქლოი ქიშა, ფლორენს როუდი, ჯიმ ლეგსაქსი, kwn, როიელ ოტისი და სკაი ნიუმენი. სიის ტოპ ხუთეული 2026 წლის 5 იანვრიდან გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებულის ვინაობა 9 იანვარს გახდება ცნობილი.

შერჩეულთა სია გაერთიანებული სამეფოს მუსიკალური ინდუსტრიის 170-ზე მეტმა პროფესიონალმა და არტისტმა შეარჩია, მათ შორის არიან: ელტონ ჯონი, დუა ლიპა, JADE, ოლივია დინი, YUNGBLUD და სემ სმითი. 

Sound Of-ის დაჯილდოება 2003 წელს დაარსდა და გაერთიანებული სამეფოს მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. კანდიდატებს შორის სხვადასხვა დროს მოხვდნენ: ადელი, ლედი გაგა, RAYE, The Weeknd, დუა ლიპა, ბილი აილიში და სხვები. ბოლო წლების გამარჯვებულები იყვნენ: The Last Dinner Party (2024), FLO (2023), Pink Pantheress (2022), Pa Salieu (2021) და Celeste (2020).

წელს გამარჯვებულთა გამოვლენის წესში ცვლილებებია. 2026 წლის გამოცემისთვის, შესაბამის არტისტებს ოფიციალური სინგლების ჩარტში არ უნდა ჰქონოდათ სამზე მეტი ტოპ 10 სინგლი და არ უნდა ფლობდნენ წამყვან ადგილს ოფიციალური ალბომების ჩარტში 2025 წლის 6 ოქტომბრამდე. 

ცვლილებები ძალაში კონკურსის კრიტერიუმების კრიტიკის საპასუხოდ შევიდა. კრიტიკა მოჰყვა 2025 წელს ჩაპელ როუნის გამარჯვებას. არტისტი გამარჯვებულად მისი სადებიუტო ალბომის  – The Rise and Fall of a Midwest Princess-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დასახელდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ის სცენას რობ კლირფილდის კვარტეტის შემდეგ ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტი პირველად დაიკავებს

შემდეგი სტატია

Flea, "A Plea" Courtesy

Red Hot Chili Peppers-ის ბასისტმა Flea-მ სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემა დააანონსა და  სინგლი A Plea გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი