ემა სმითის კონცერტები თბილისში: ინტერვიუ მომღერალთან

ბრიტანელმა ჯაზვოკალისტმა „თათუზა” ჯაზკლუბში ორი საღამო გამართა.
ემა სმითი
ფოტო: ილია ბაბურაშვილი

27-28 დეკემბერს თათუზა” ჯაზკლუბმა ბრიტანელ ჯაზვოკალისტ ემა სმითს უმასპინძლა. მომღერალი თბილისში საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვიდა და ქართველ მსმენელს ორი დასამახსოვრებელი საღამო აჩუქა. კვარტეტის შემადგენლობაში არიან: ემა სმითი (ვოკალი), სემ უოტსი (ფორტეპიანო), კონორ ჩაპლინი (ბასი) და მეტ სკელტონი (დრამი).  

ემა სმითი:

„ქართველი აუდიტორია საოცარია – ენერგიული, ცოცხალი, ძალიან უყვართ მუსიკა. ბრიტანელი მსმენელისგან განსხვავებით, რომლებიც კონცერტის დროს ზედმეტად არც კი სუნთქავენ, ქართველები ძალიან ჩართულები არიან პროცესში და მე ეს მომწონს. ყოველთვის ვცდილობ, აუდიტორია შოუს ნაწილად ვაქციო და მათ არ ჰქონდეთ იმის შეგრძნება, თითქოს ჩვენ შორის ეკრანია. მინდა, სიმღერები უფრო სახალისო გავხადო. ‘სახალისო’ ის სიტყვაა, რომელიც, ჩემი აზრით, ჯაზის ჟანრს აკლია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჯაზი სერიოზული და უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი უნდა იყოს. კი, ჯაზმუსიკოსები ნამდვილი ვირტუოზები არიან და მუსიკაც არ არის მარტივი, მაგრამ ის არ უნდა იყოს იზოლირებული. მინდა, მსმენელი ჩვენთან იყოს, ჩვენ გვერდით და არა სადღაც ქვემოთ. 

მაგალითად, წინა კონცერტზე დარბაზიდან ვიღაცამ ჩემი ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდება დაიყვირა, მე კი მაშინვე ჩემს ბენდს მივუბრუნდი, პროგრამა შევცვალე და ის სიმღერა შევასრულეთ. ეს არის ჯაზმუსიკის განსაკუთრებული მხარე, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მსგავსი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. თუმცა ასეთი შემთხვევები უფრო ტემპერამენტიან აუდიტორიებთან ხდება, როგორებიც არიან, მაგალითად, იტალიელები, ბერძნები და ეს მოხდა საქართველოშიც.

ზოგადად, როგორც წესი, მომღერალს კონცერტის მთელი პროგრამა წინასწარ ზუსტად აქვს გაწერილი, თუმცა ჩვენთან ეს ცოტა სხვანაირადაა. ჩვენ გაწერილი გვაქვს შოუს დაახლოებით 50%, მეორე 50% კი პირდაპირ სცენაზე გადაწყდება. პროცესშივე მოვიფიქრებთ, რა შევასრულოთ იმ მომენტში, იმ საერთო ენერგიიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენსა და მსმენელს შორის დატრიალდება.”

ორგანყოფილებიან კონცერტზე მართლაც იგრძნობოდა მუსიკოსებისა და აუდიტორიის განსაკუთრებული სიახლოვე, რასაც ხელს უწყობდა თავად თათუზა” ჯაზკლუბის მყუდრო და ინტიმური გარემოც. მას შემდეგ, რაც ბენდს ერთ-ერთი მორიგი, სპონტანურად გადაწყვეტილი სიმღერის სახელწოდება და ტონალობა უთხრა, სმითი მსმენელს მიუბრუნდა და აუხსნა, რომ შუა კონცერტის დროს დიდ რისკზე მიდიოდა და გუნდის წევრებს იმ სიმღერის დაკვრას სთხოვდა, რომელიც უკვე ხუთი წელია, აღარ შეუსრულებიათ. 

„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ამას აუდიტორია გრძნობს. მსმენელი ყველაზე კარგ დროს მაშინ ატარებს, როცა ჩვენ, ბენდს, ერთმანეთში ქიმია გვაქვს. ეს იყო თავიდანვე ჯაზმუსიკის საწყისიც. 

რაც შეეხება პროგრამას, შობა-ახალი წლიდან გამომდინარე, ამ პერიოდის შესაბამის რეპერტუარს ვასრულებთ. ეს არ არის პირდაპირ საშობაო თემატიკის სიმღერები, მაგრამ არის მუსიკა, რომელიც უხდება ზამთარს, სიცივესა და სიმყუდროვეს – ერთგვარი მდიდრული ზამთრის ჯაზი, შეიძლება ითქვას. ვასრულებთ ფრენკ სინატრას სიმღერებსაც, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა. ჩემი ბაბუა, რომელიც ტრომბონისტი იყო, 20 წლის განმავლობაში სწორედ ფრენკ სინატრასთან უკრავდა და მე ამ მუსიკაში გავიზარდე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვაჩინო ჩემი ყველა მხარე. ეს არის, როგორც ერთი დიდი ტილო, რომემლიც სხვადასხვა მასალისგანაა შექმნილი და ესაა ის, ვინც მე ვარ.”

ემა სმითი
ფოტო: ილია ბაბურაშვილი

ემა სმითს ხშირად ელა ფიცჯერალდს ადარებენ. როგორც თავად ამბობს, სწორედ ლეგენდარულმა მუსიკოსმა იქონია მთავარი გავლენა მის ვოკალურ შესრულებაზე.

„ელა ფიცჯერალდით ძალიან შთაგონებული ვარ. ის, რაც მასში ყველაზე მეტად მიყვარს, არის, რომ თავის ხმას ისე იყენებს, როგორც საყვირს ან საქსოფონს. დედაჩემი საქსოფონისტია, მამაჩემი კი მესაყვირე და როცა მათ პირველად ვუთხარი, რომ მე მომღერლობა მსურდა, მათი რეაქცია იყო: ‘ო, არა!’. შემდეგ კი მითხრეს: ‘თუ ასე დაიჟინე, კარგი, მაგრამ იმ პირობით, თუ შენი ხმის ინსტრუმენტივით გამოყენებას ისწავლი.’ სწორედ ამ დროს გამაცნეს ელა ფიცჯერალდი, რომელიც ამას იდეალურად აკეთებს და ის გახდა ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება ვოკალური იმპროვიზაციის ნაწილში, რადგან მისი ხმა სწორედ საყვირივით ან საქსოფონივით ჟღერს. როგორც ენას სწავლობს ადამიანი, ისე ვსწავლობდი ელა ფიცჯერალდს.”

22 წლის ასაკში სმითი შეუერთდა ჯგუფს Puppini Sisters, რომლის ფარგლებშიც ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სინდი ლოპერი, მაიკლ ბუბლე, ჯეფ გოლდბლუმი და სხვები. 

„ეს გამოცდილებები ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან, რაც დღემდე მომყვება. როცა სცენაზე ბუბლესთან ერთად ვიდექი, ვისწავლე, თუ როგორ იქცევა ადამიანი პროფესონალი მომღერლობიდან ვარსკვლავად და ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამაა. ის, თუ რატომაა მაიკლ ბუბლე ვარსკვლავი, არის, რომ მას შეუძლია 22-ათასიან არენას თავი აგრძნობინოს ისე, როგორც „თათუზა” ჯაზკლუბში. ისეთ შეგრძნებას გიჩენს, თითქოს ამხელა აუდიტორიაში პირდაპირ შენ გესაუბრება და ეს აღმაფრთოვანებელია. ჯეფ გოლდბლუმი, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი მსახიობია, როცა სცენაზე გადის, 12 წლის ბავშვს ემსგავსება, რომელიც თავის პირველ კონცერტს მართავს. და ენერგია, რომელსაც ის სცენაზე ატარებს, წმინდა სიხარულია. მათგან უამრავი რამ ვისწავლე და ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

EJAE და მარკ ზონენბლიკი იღებენ ჯილდოს საუკეთესო სიმღერისთვის Golden, ფილმიდან KPop Demon Hunters. 31-ე ყოველწლიური Critics Choice Awards, 2026 წლის 4 იანვარი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images / Critics Choice Association

2026 წლის Critics Choice Awards-ის მუსიკალურ კატეგორიებში გამარჯვებულები Golden და Sinners გახდნენ – ნახეთ გამარჯვებულთა სრული სია

შემდეგი სტატია

ნახეთ A$AP Rocky-ს ახალი ვიდეოკლიპი, რომელშიც უაინონა რაიდერი მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი