გრემის მფლობელი 19 წლის მომღერალი, ოლივია როდრიგო ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებას, Met Gala-ს დაესწრო. მან საღამოსთვის მოდის სახლ Versace-ს იისფერი კაბა შეარჩია, ტალღოვან თმაზე პეპლის ფიგურის მქონე სამაგრები, ხელზე კი გამჭვირვალე ხელთათმანები გაიკეთა.
• ოლივია როდრიგომ და ავრილ ლავინმა ჰიტი Complicated შეასრულეს
.@oliviarodrigo is channeling ‘90s @versace in a lilac metal mesh look with butterflies in her hair at the #MetGala pic.twitter.com/htUc724xmH
— Vogue Magazine (@voguemagazine) May 3, 2022
წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.
ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ამავე წელს ოლივიამ ალბომი Sour გამოუშვა, რომელმაც მას გრემის სამი ჯილდო მოუტანა.