საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
Bzikebi eurivision.com
Bzikebi
eurivision.com

დღეს საღამოს მაყურებლის წინაშე პირველი ნახევარფინალის მონაწილე 15 ქვეყნა წარდგება. კონკურსანტთა სია კი ასე გამოიყურება: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, პოლონეთი, მონტენეგრო, სან მარინო და სერბეთი.

წელს საქართველოს სახელით კონკურსზე „ბზიკები“ წარდგებიან. ბენდი, რომელმაც წლების წინ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა, ახლა უკვე „ევროვიზიის“ დიდ სცენაზე შეეცდება წარმატების გამეორებას. ქართველი მონაწილეები კონკურსზე მე-6 ნომრად გამოვლენ.

ნახევარფინალისტებიდან ფინალურ შოუზე გადასვლის საგზურს მხოლოდ ათი ქვეყანა მოიპოვებს.  

ევროვიზია 2026 სამ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ნახევარფინალი 12 მაისს იმართება, მეორე – 14 მაისს, ფინალი კი 16 მაისს შედგება.

წელს კონკურსში 35 ქვეყანა მონაწილეობს. წესების თანახმად, მაყურებელს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

ევროვიზია 2026 23:00 საათზე დაიწყება. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი უზრუნველყოფს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტონი დევისის ტრიო – Tatuza Jazz Club-ის მაისის თვის რეზიდენტი ბენდი 

შემდეგი სტატია

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი