BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid
milkcartonkid & DenivarLevy – BLOWUPYOURPHONE
© milkcartonkid

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებთან აერთიანებს.

სიმღერის მუსიკალური და პროდიუსერული მიმართულება თავად ნინი ნუცუბიძესა და ლევან ოქროპირიძეს (DenivarLevy) ეკუთვნით. ტექსტის თანაავტორია ზურა ჯიშკარიანი, ბასი დავით გოგისვანიძემ ჩაწერა, სიმღერის მიქსინგსა და მასტერინგზე კი Denivar Levy-მ იმუშავა.

BLOWUPYOURPHONE ორი არტისტის განსხვავებული შემოქმედებითი ხედვების სინთეზია – ნინი ნუცუბიძის მრავალჟანრობრივი და ექსპერიმენტული მიდგომა  DenivarLevy-ს ჰიპ-ჰოპის, თრეფისა და ელექტრო რეპის მიმართულებებთან ერთად გამორჩეულ ჟღერადობას ქმნის. 

ნინი ნუცუბიძე მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია, რომელმაც სახელი განსაკუთრებული მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი ექსპერიმენტებით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ ნინი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პლატფორმის, Billboard Women in Music-ის 2024 წლის Global Force ნომინანტთა სიაში წარადგინეს..

DenivarLevy, იგივე ლევან ოქროპირიძე, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი, პროდიუსერი და DJ-ია. მისი მუსიკა ძირითადად ჰიპ-ჰოპს, თრეფსა და ელექტრო რეპს აერთიანებს. BLOWUPYOURPHONE-ში ის  პროდიუსინგის, მიქსინგისა და მასტერინგის მიმართულებითაც მონაწილეობს.  

BLOWUPYOURPHONE – მრავალშრიანი პროდაქშენითა და ჟანრობრივი ექსპერიმენტებით გამოირჩევა.

მოუსმინეთ ნინი ნუცუბიძისა და DenivarLevy-ს ახალ სიმღერას – BLOWUPYOURPHONE. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Rihanna - 2007 წლის მაისი - გერმანია Thomas Starke/Getty Images

ნახეთ, რომელ არტისტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი წარმატება Billboard-ის Songs of the Summer ჩარტში

შემდეგი სტატია

Shakira - Dai Dai Courtesy of Shakira/YouTube

Shakira-ს და Burna Boy-ს სიმღერამ Dai Dai YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი