„ჩუმად გაგიყვან მინდორში“ – გიორგი გიგაშვილი და Nikakoi ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ

კომპოზიციის ინსპირაციად გიორგი გიგაშვილის ცოცხალი პერფორმანსები იქცა.
გიორგი გიგაშვილი, ნიკა მაჩაიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ქართული მუსიკალური სივრცის ორი გამორჩეული ხელოვანი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი და ელექტრონული მუსიკის პიონერი ნიკა მაჩაიძე (Nikakoi), მსმენელს ახალ ერთობლივ ნამუშევარს წარუდგენს. არტისტებმა ლეგენდარული ქართული კომპოზიციის – „ჩუმად გაგიყვან მინდორში“ – სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსია შექმნეს.

ორიგინალური მუსიკის ავტორი რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეა, ხოლო ტექსტი ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის. ეს სიმღერა ათწლეულებია, ქართველი მსმენელის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ახალი კოლაბორაცია კი მას სრულიად ახალ სიცოცხლეს სძენს.

კომპოზიციის ინსპირაციად ბოლო ორი წლის განმავლობაში გიორგი გიგაშვილის ცოცხალი პერფორმანსები იქცა. ახალ ვერსიაში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის გიორგი გიგაშვილის ვოკალი და Nikakoi-სთვის დამახასიათებელი, სიღრმისეული ელექტრონული ჟღერადობა.

ნამუშევარს ლეიბლი CES Records 2026 წლის 18 სექტემბერს გამოსცემს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Red Bull Soapbox Race

Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

შემდეგი სტატია

„კარმენი“ – საოპერო ხელოვნება და მასშტაბური  სცენოგრაფია წინანდლის ფესტივალის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი