ლონდონში 02-ის არენაზე, კვირას, 6 ნოემბერს Backstreet Boys -ის კონცერტი გაიმართა. ეს დღე ნიკ კარტერისთვის ემოციური და მძიმე იყო, რადგან წინა დღეს, მისი უმცროსი ძმა, აარონ კარტერი გარდაიცვალა.
კონცერტის მსვლელობის დროს აარონ კარტერის ხსოვნის პატივსაცემად, დიდ ეკრანზე მისი ფოტო იყო ნაჩვენები, წარწერით: აარონ კარტერი – 1987-2022.
„ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ. დღეს ჩვენ გული გვაქვს დამძიმებული, რადგან გუშინ ჩვენი ოჯახის წევრი დავკარგეთ. ნიკის პატარა ძმა აარონ კარტერი გარდაიცვალა. მადლობას გიხდით თქვენი სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და მხარდაჭერისთვის.“ – მიმართა აუდიტორიას კევინ რიჩარდსონმა.
ჰაუი დოროუმ კი დაამატა, რომ შემდეგ სიმღერას, პატარა ძმის, აარონ კარტერის ხსოვნას უძღვნიან. ჯგუფმა სიმღერა „Breathe“ აკაპელაში შეასრულა.
აარონ კარტერი შაბათს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Billboard-ს, კარტერის მენეჯერმა დაუდასტურა. მომღერლის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როდესა ცხრა წლის ასაკში მან Backstreet Boys-ის ტურნეში მიიღო მონაწილეობა. მისი ჰიტები Aaron’s Party (Come Get It) და That’s How I Beat Shaq, ბილბორდის მუსიკალური ჩარტის ასეულში მოხვდა. აარონ კარტერს ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
კვირას ნიკ კარტერმა თავისი ძმის ხსოვნას პოსტი მიუძღვნა:
„ჩემი გული დამსხვრეულია, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ძმას რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემი მისდამი სიყვარული არასდროს გამქრალა. ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ იგი ოდესმე გადადგამდა ნაბიჯს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მოისურვებდა რომ ეპოვა გამოსავალი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. როდესაც ვინმეს ვკარგავთ, გვინდა ვიღაც ან რაღაც დავადანაშაულოთ მომხდარში. სიმართლე, კი ის არის რომ რაღაცაზე დამოკიდებულება და ფსიქიკური დაავადება ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია ამ საკითხში. ჩემი ძმა ძალიან მომენატრება. მიყვარხარ ჩიზ. ახლა უკვე შეგიძლია მშვიდად იყო, რომელიც აქ დედამიწაზე ვერსად იპოვე. მიყვარხარ ჩემო პატარა ძმაო.“
ნახეთ ემოციური მომენტი Backstreet Boys-ის ლონდონის კონცერტიდან:
Not a dry eye in the arena 🥺😭💔 #backstreetboys pic.twitter.com/X62HtrZVBm
— Jade❄️ (@BellasNumptyx) November 6, 2022
Not a dry eye in the arena 🥺😭💔 #backstreetboys pic.twitter.com/X62HtrZVBm
— Jade❄️ (@BellasNumptyx) November 6, 2022