2022 წლის MTV EMA-ს დაჯილდოება კვირას დიუსელდორფში გაიმართა. ღონისძიებაზე ნომინანტები ლაივ შესრულებებით წარდგნენ.
გამომსვლელთა შორის იყვნენ დევიდ გეტა და ბიბი რექსა, რომლებმაც მოიგეს ნომინაცია საუკეთესო თანამშრომლობა სიმღერისთვის “I’m Good (Blue)”. Muse, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო როკ-შესრულება. ასევე Gorillaz, რომელმაც ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული შესრულებისთვის მიიღო.
საღამოს რიტა ორას და ტაიკა უაიტიტი უძღვებოდნენ. ღონისძიების მთავარი ფიგურა ტეილორ სვიფტი იყო, რომელმაც 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. თითო-თითო ჯილდო მოიპოვეს დევიტ გეტამ, ნიკი მინაჟმა და ჯგუფმა SEVENTEEN.
ნახეთ ლაივ გამოსვლების ვიდეოები
Muse – “Will of the People”
Gorillaz feat. Thundercat – “Cracker Island”
GAYLE – “abcdefu”
OneRepublic – “I Ain’t Worried”