,,კესანები” – მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში

ერთი კვირის წინ გაჩნდა იდეა და მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოს დაანონსდა. ქართველი მუსიკოსის შემოქმედება მსმენელისთვის  გამორჩეულად ძვირფასია. Სწორედ ამიტომ, მამუკა ჩარკვიანის მეგობრებმაც გადაწყვიტეს, რომ 18 ნოემბერს, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები სცენაზე კიდევ ერთხელ შეესრულებინათ. 

,,ლაშა ღლონტმა მოიგონა ჩემი სიმღერების პოპულარიზაცია, მე როგორც მგონია, ჩემს სიმღერებს პოპულარობა არ აკლია, მაგრამ სცენა მომენატრა და დავთანხმდი. ერთი კვირის წინ ვისხედით, ვუსაქმურობდით, თუ ვსაქმიანობდით, ორივე შემთხვევა იყო და გაჩნდა იდეა. შემდეგ Ბიჭები მოვიყვანე, ვუთხარი, რომ საჭირო იქნებოდა ჩემი სიმღერების შესრულება, უნდა დამეხმაროთ-მეთქი, ამ ბიჭებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. Ჩემი შემოქმედება ძალიან ვრცელი აღმოჩნდა, არ მეგონა. რომ ჩავუღრმავდით, ბევრი აღმოჩნდა, თან სულ ჰიტები დაგროვდა. Სიურპრიზია თავისთავად ასე უცებ სცენაზე გამოსვლა.”- მამუკა ჩარკვიანი, მუსიკოსი. 

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო

კონცერტში მონაწილეობა  ქართველმა მომღერლებმა მიიღეს: ლაშა ღლონტი, მერაბ სეფაშვილი, მაგდა ნიკოლაიშვილი, ჯგუფი ,,ალილო”, გიორგი მეფისაშვილი – მათ სცენაზე მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გააცოცხლეს. Მათთან ერთად სიმღერის ნაწყვეტებს ასრულებდა თავად ავტორიც.

,,მამუკასთან სახლში რეპეტიციაც ძალიან საინტერესოა, ყოველთვის სულ სხვანაირი ნამღერი გვხვდება. მას წარმოუდგენელი ენერგია ეძლევა, როცა სცენაზე გამოდის. ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენც ნახეთ, სცენაზე გამოსვლა, გადართვა და ჩართვა ამ ფერხულში, რასაც ქართული სიმღერა ჰქვია, მნიშვნელოვანია, ხანდახან ვეღარ ვაჩერებთ. იმდენად საოცარი ადამიანია, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მაქვს უფლება მამუკას სიმღერები შევასრულო. ეს დიდი სიხარულია, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ყველაფერი კარგად იქნება.”- ლაშა ღლონტი, მომღერალი. 

მამუკა ჩარკვიანმა და მერაბ სეფაშვილმა მსმენელისთვის ,,მწვანე რტოები” იმღერეს. ეს ძველი სიმღერა მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც წლების წინ შეასრულეს, 18 ნოემბერს კი, შეკრებილი სტუმრებისთვის ძველი დრო გაიხსენეს და ისევ ერთად ამღერდნენ. 

,,მამუკა ჩემი მეგობარი, ბავშვობა და ყმაწვილკაცობაა. Მეგობრობა რამდენ წელს ითვლის ვერც გეტყვით, უნიჭიერესი ადამიანია, როგორც მუსიკოსი, როგორც ავტორი. Მისი ბევრი სიმღერა უკვდავია, Ხალხს უყვარს ძალიან და ეს არის დიდი შემოქმედის საზომი. ჯანუკის ლექსი და მამუკას მუსიკა არის არაჩვეულებრივი ტანდემი. მამუკა არის მამუკა, ჩვენი ძმა, მიყვარს ძალიან.”- მერაბ სეფაშვილი, მომღერალი. 

ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში შეკრებილმა სტუმრებმა ამ სიმღერის შექმნის ისტორიაც მოისმინეს. Სიმღერა მამუკა ჩარკვიანისთვის ემოციურად მძიმე დღეს შეიქმნა, მსმენელმა მალევე შეიყვარა და უკვე ბევრი წელია ,,კესანები” ქართულ მუსიკაში გამორჩეულ კომპოზიციად რჩება. 

,,ყველაზე ძალიან ამ ქვეყანაზე თუ კი რამე ბგერით შექმნილა და მიყვარს, ეს არის “კესანები”. ,,კესანები” ტრაგიკულ დღეს დაიწერა. როცა გოგი დოლიძე გარდაიცვალა. ამ ემოციებზე შეიქმნა ეს სიმღერა. Მამუკას შემოქმედება ძალიან მართალია, ყველაფერი მართალი ასოცირებულია სიყვარულთან, იმიტომ, რომ თვით ღმერთი არის სიყვარული. აქედან გამომდინარე დღევანდელი საღამო ვერანაირად ვერ იქნება ყალბი, ანუ უსიყვარულო.”- ეკა გამცემლიძე, საღამოს ორგანიზატორი.  

“კესანები” კარგი სიმღერაა, მეც მიყვარს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სხვებსაც უყვართ, მე მეზიარებიან. გოგის მივუძღვენი ეს სიმღერა, რომელიც იგივე გოგიმ უკან დამიბრუნა მისი პოპულარობით,”– მამუკა ჩარკვიანი, მუსიკოსი. 

,,დადებითი და საოცრად ემოციური განწყობაა, ერთად ერთი ადამიანია მამუკა ჩარკვიანი, რომლის ყველა სიმღერა მინდა შევასრულო.”- მაგდა ნიკოლეიშვილი, მომღერალი.  

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო

,,მე თქვენ მიყვარხართ!” – ასე მიმართ შეკრებილ სტუმრებს მამუკა ჩარკვიანმა და საავტორო რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. Საღამო კი, ანსამბლმა ,,ჰერიომ” დაასრულა – სცენაზე ქართველი მუსიკოსის გენიალური სიმღერა ,,ჰიმნი თავისუფლებას” გაჟღერდა. 

,,ჩვენი ანსამბლი უკვე მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე მეორედ მონაწილეობს. დიდი პატივია, ბატონი მამუკას სიმღერებზე გავიზარდეთ. თითოეული სიმღერა ლეგენდარულია. „Მაგრად დაჰკარით”, ქართველებისთვის მეორე ჰიმნია, მისი შესრულება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გავცემთ სიყვარულს, სიფრთხილეს და მოწიწებას, რასაც ქართული მუსიკის, ლეგენდარული მუსიკოსის სიყვარული ჰქვია.” – გივი სირბილაძე, საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ანსამბლის ,,ჰერიოს” წევრი. 

,,თავისუფლება ლომთა ხვედრია” – ეს სიტყვები მამუკა ჩარკვიანმა მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენა. 

,,რა უნდა გითხრათ ისეთი, დავიბენი, ჩემს წინ დგახართ… დაიბნევი რომ ჩაგაცივდება ამდენი ხალხი, დიდი მადლობა თქვენ! თაობები იცვლება და ეს სიმღერა რჩება, არ შეიძლება არ დარჩეს, მაშინ პუტინმა უნდა მოიგოს. Პუტინი ვერ მოიგებს, იმარჯვებენ კარგი ტიპები”,- ასე დაემშვიდობა კონცერტის ბოლოს მსმენელს ქართველი მუსიკოსი.

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯუდით ჰილის კონცერტი „რესპუბლიკაში“

„მუსიკა ჩემი ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან და ჩემ თავს გამოვხატავ.“ – ჯუდით ჰილის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან

შემდეგი სტატია

ბარბარა სტრეიზანდი - ფოტო: რასელ ჯეიმსი

ბარბარა სტრეიზანდის მეათე Live ალბომი Live at the Bon Soir გაყიდვების ჩარტების ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი