კანიე უესტი მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ პირველ სიმღერას აზიარებს

სიმღერა სახელწოდებით Someday We’ll All Be Free რეპერმა ინსტაგრამზე ატვირთა.
კანიე უესტი
Edward Berthelot/GC Images

ბოლო თვეების განმავლობაში კანიე უესტს ინტერვიუებსა და სოციალური მედიის პოსტებში  ბევრი სათქმელი დაუგროვდა. მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ხმა არ ისმოდა, მუსიკა და მისი შემოქმედება  იყო.

ახლახან კი რეპერმა ახალი სიმღერა გააზიარა სახელწოდებით Someday We’ll All Be Free, რომელშიც დონი ჰეთეუეის ამავე სახელწოდების კომპოზიციის მთავარი თემაა გამოყენებული. 

სიმღერის ტექსტი კანიეს გარშემო ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მათ შორის ყოფილ მეუღლესთან კიმ კარდაშიანთან ურთიერთობასა და ტვიტერზე დაბლოკვის ფაქტებს. 

შეგახსენებთ, რომ უესტის ანტისემიტური და რასისტული განცხადებების გამო, რეპერთან ურთიერთობა გაწყვიტეს კომპანიებმა: ადიდასი, გეფი, ბალენსიაგა. ბოლო სკანდალური განცხადება კანიემ ალექს ჯონთან ინტერვიუში გააკეთა. „მე ჰიტლერში კარგ თვისებებს ვხედავ”, – თქვა მან.

რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, უესტის ბოლო ალბომი Donda 2 თებერვალში გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beyoncé-მ ფანების მონაწილეობით ახალი კლიპი გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

შანაია ტვეინი - ფოტო: ლუი ბენქსი

შანაია ტვეინი – 2022 წლის People’s Choice Awards-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი