Google-მა საძიებო სისტემის 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. აშშ-ს მასშტაბით ყველაზე ხშირად მოძიებული მუსიკოსი ადამ ლევინი აღმოჩნდა. ინფორმაციას მომღერალზე უმეტესად მოდელ სამნერ სტროსთან მისი სავარაუდო რომანის შესახებ ეძებდნენ. ლევინის შემდეგ ტოპ ხუთეულში მოხვდნენ Mary J. Blige, Lil Tjay, კენდრიკ ლამარი და Migos.
ყველაზე ხშირად მოძიებული ადამიანების ტოპ ხუთეულში ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი მოხვდნენ, გახმაურებული სასამართლო პროცესის გამო, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. სიაშია უილ სმიტიც, 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტის გამო.
რაც შეეხება სიმღერებს, ლიდერობს ანიმაციური ფილმის Encanto-ს ჰიტი We Don’t Talk About Bruno. მას ისევ Encanto-ს საუნდტრეკი, Surface Pressure მოჰყვება. მესამე ადგილზე კი TikTok-ის Jiggle Jiggle მოხვდა. ხუთეულის ბოლო ადგილებზე არიან სემ სმიტისა და კიმ პეტრასის დუეტი Unholy და ჰარი სტაილსის As It Was.
ღიღინით მოძიებულ სიმღერებს შორის კი პირველი ადგილი Backstreet Boys-ის Everybody-ს ერგო. მას მოსდევს რიკ ესტლის Never Gonna Give You Up. Encanto-ს „ბრუნო” აქაც გვხვდება და მესამე პოზიციას იკავებს.
ნახეთ Google-ის საძიებო სისტემის 2022 წლის მონაცემები სრულად.