ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა სადღესასწაულო წვეულებაზე ერთად იმღერეს

სტუმრებისათვის, წყვილმა ჯონ ლეჯენდის By Christmas Eve შეასრულა.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი სადღესასწაულო სეზონს ზეიმობენ. მათ ჰოლივუდის დიდი წვეულება მოაწყვეს. მიწვეული სტუმრებისათვის წყვილმა ჯონ ლეჯენდის By Christmas Eve ერთად შეასრულა. 

დუეტის სიმღერის ამსახველი მასალა წვეულების ერთ-ერთმა დამსწრემ აღბეჭდა. ამის შემდეგ, ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. წვეულებიდან რამდენიმე ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ჯენიფერ ლოპესი სტუმრებს მიმართავს და უმხელს, რომ By Christmas Eve ბენ აფლეკის საყვარელი საშობაო სიმღერაა. 

კიდევ ერთ ვიდეოში, ცნობილი საახალწლო სიმღერა, Jingle Bells ისმის. როგორც გამოცემა E! News იუწყება, ამავე საღამოზე ლოპესმა თავისი ჰიტი – On the Floor შეასრულა. 

ცნობილია, რომ წყვილმა წვეულება საკუთარ სახლში გამართა. ჟურნალ People-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: კიმ კარდაშიანი, ბილი აილიში, Doja Cat და პოპ კულტურის სხვა გავლენიანი ვარსკვლავები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდაია Paramount თეატრში, 2022 წლის 18 დეკემბერი, ლოს_ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ჯეფ კრავიცი - HBO-თვის

ზენდაია სერიალ Euphoria-ს მესამე სეზონზე და მის პერსონაჟზე  საუბრობს

შემდეგი სტატია

„რა არის შენი ჭეშმარიტი განზრახვა?“ – დიონ უორვიკი ილონ მასკს მიმართავს და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი