შერიმ და კელი კლარკსონმა უილი ნელსონის შესახებ ისტორიები გაიხსენეს

„Მე ვყოფილვარ უილი ნელსონის ავტობუსში და მას ზუსტად მარიხუანას სუნი აქვს.“

„ოსკარის“, „გრემისა“ და „ემის“ ჯილდოს მფლობელი შერი კელი კლარკსონის შოუს სტუმრობდა. გადაცემა ეთერში დეკემბრის დასაწყისში გავიდა, თუმცა ტელეარხმა NBC-მ რამდენიმე ფრაგმენტი სადღესასწაულო დღეებისათვის შემოინახა და ინტერნეტში ახლახან გამოაქვეყნა. 

ერთ-ერთ ვიდეოში შერი თავისი სუნამოს ხაზის შესახებ საუბრობს. ეს იყო Სუნამოების ნაკრები, სახელწოდებით Decades, რომელიც მომღერალმა Scent Beauty-სთან თანამშრომლობით გამოუშვა. კოლექცია ოთხ სურნელს  აერთიანებდა და თითოეული მათგანი სხვადასხვა ათწლეულის კონტექსტში არტისტს სიმბოლურად გამოხატავდა. 

70-იან წლებზე საუბრისას, შერიმ უილი ნელსონთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა. 

„Მე ვყოფილვარ უილი ნელსონის ავტობუსში და მას ზუსტად მარიხუანას სუნი აქვს. ეს იყო ძველი, საშინელი ავტობუსი. თუმცა უილი არაჩვეულებრივია. უბრალოდ ყველგან ნარკოტიკები იყო“ – თქვა შერიმ. 

შერისთან დიალოგისას, კელი კლარკსონმა აღნიშნა, რომ უილი ნელსონის ავტობუსში თავადაც ნამყოფია და მხოლოდ გარემოსთან კონტაქტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.  

კელი კლარკსონმა ის დრო გაიხსენა, როდესაც პირველად შეხვდა შერის. გადაცემის წამყვანის თქმით, ეს Kennedy Center Honors-ის 2018 წლის დაჯილდოების დროს მოხდა. ამ წელს შერისთან ერთად, ფილიპ გლასს, რიბა მაკენტაირს და უეინ შორტერს აჯილდოებდნენ. კელი კლარკსონი  მაკენტაირისათვის საპატიო ჯილდოს გადასაცემად იყო მიწვეული. როგორც კლარკსონმა გაამხილა, შერისთან შეხვედრის წინ საკმაოდ ნერვიულობდა. შემდეგ, შერის ჰკითხა, ოდესმე სხვა ვარსკვლავით განსაკუთრებულად მოხიბლული და აღფრთოვანებული თუ ყოფილა.

„ეს იყო მერილ სტრიპი, როცა პირველად შევხვდი”- გაამხილა შერიმ. მერილ სტრიპი და შერი ერთმანეთს პარტნიორობას 1983 წლის ფილმში, სახელწოდებით Silkwood უწევდნენ. როგორც შერიმ თქვა, გადაღებების დროს, ის და სტრიპი დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის დუეტმა პროექტ SUNDAIZ.-ის ფარგლებში ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ვახტანგ ქანთარიას განსხვავებული „საშობაო სიმღერები” და მუსიკოსის თვალით დანახული საახალწლო რეალობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი