22 თებერვალს Sophie Villy-ის კონცერტი და მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება

სიმღერა Blackout და მასზე გადაღებული ვიდეო უკრაინის მოვლენებს ეძღვნება.
SOPHIE VILLY
SOPHIE VILLY

22 თებერვალს, ბარში  „დედაენა“ Sophie Villy-ის კონცერტი გაიმართება. საღამოზე არტისტი მუსიკალურ ვიდეოს წარადგენს, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით  – Blackout. კომპოზიცია და ვიდეო უკრაინის მოვლენებს ეძღვნება.  

აღსანიშნავია, რომ Blackout მუსიკოსის მეორე ნამუშევარია, რომელიც უკრაინის ომს ეხმიანება.

Sophie Villy: 

ჩემი მეგობრები, ნათესავები, ბენდის წევრები, კოლეგები უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. ომის დაწყებიდან მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. ერთ დღესაც,  როდესაც ჩემს დრამერს ვესაუბრებოდი,  მითხრა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში  მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშე იყო. Blackout  ამ საუბრიდან ძალიან მალევე დაიწერა. შემდეგ ჩემს მეგობრებს მოვასმენინე და გადავწყვიტეთ,  კომპოზიციაზე მუსიკალური ვიდეო გადაგვეღო. ვიდეოს შექმნაში ოპერატორი დიტო დეკანოსიძე და ხმის დიზაინერი Მაკარი გოგოლაძე დამეხმარნენ.“

დაგეგმილი მუსიკალური ლაივის თარიღი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. 22 თებერვალს  Sophie Villy-ის პირველი ალბომის, Mother Fish-ის გამოსვლიდან 11 წელი გადის. აღსანიშნავია, რომ  საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოში Sophie Villy-ის ლაივი არ ჰქონია. დაგეგმილ საღამოზე  მსმენელი ახალ კომპოზიციებთან ერთად, ძველ ნამუშევრებსაც მოისმენს.  ლაივის მსვლელობისას Sophie Villy-ისთან ერთად აუდიტორიის წინაშე არაერთი გამორჩეული ქართველი ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი წარდგება – ლევან მიქაბერიძე – ბასი, სოლო ყავრელიშვილი – გიტარა, სანდრო ნიკოლაძე ფლეიტა და გიორგი ტეცოშვილი – დრამი.  

საღამოზე სპეციალურად მოწვეული მუსიკოსებიც გვეყოლებიან, თუმცა, ლაივამდე მათ ვინაობას მსმენელისათვის სიურპრიზად დავტოვებთ.“ – Sophie Villy. 

რაც შეეხება  Blackout-ის მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაციას, 22 თებერვალს მას მხოლოდ კონცერტზე  დამსწრები აუდიტორია იხილავს. დახურული  ჩვენების შემდეგ, ის არაერთ უკრაინულ პლატფორმაზე განთავსდება. კლიპი სოციალური მედიის არხებსა და Youtube-ზეც გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის Brit Awards-ის წითელ ხალიჩაზე სემ სმითი ყურადღების ცენტრში ლატექსის გასაბერი ტანსაცმლით მოექცა

შემდეგი სტატია

Linkin Park - ფოტო: ჯეიმს მინჩინი

Linkin Park-მა Meteora-ს მეოცე საიუბილეო გამოცემის გამოსვლა დააანონსა და სიმღერა Lost-ის გამოუქვეყნებელი ვერსია გააზიარა, რომელსაც ჩესტერ ბენინგტონი მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი