რიანამ შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

რიანას და A$AP Rocky-ის შვილის სახელი საჯაროდ ამ დრომდე არ გაუმხელიათ.

რიანამ შვილის ფოტო გაასაჯაროვა. ფოტო ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიის ნაწილია, რომელიც 15 თებერვალს გამოვიდა. რიანას ვაჟი თავისი პარტნიორისგან, რეპერ A$AP Rocky-ისგან 2022 წელს შეეძინა. 

„ჩემი მშვენიერი შვილი“ – პოპ ვარსკვლავმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს ეს აღწერა დაურთო. რიანას და A$AP Rocky-ის ბავშვის სახელი საჯაროდ ამ დრომდე არ გაუმხელიათ.

ბრიტანული Vogue-ის ნომერში რიანამ ისაუბრა, თუ როგორ  შეცვალა დედობამ მისი პრიორიტეტები და ხედვა –  „ეს ყველაფერია. ცხოვრება, რომელიც აქამდე გქონდა, ნამდვილად გავიწყდება. არსებობს წარსული დღეების ამსახველი ფოტოები – მაგრამ იმ გრძნობებთან, ემოციებთან, სურვილებთან, იმ ყველაფერთან რითაც სიამოვნებას იღებდი, საკუთარ თავს ვეღარ აკავშირებ. საკუთარ თავს ასე შორს რაციონალურად აღარ უშვებ, რადგან ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს“ – ვარსკვლავი ბრიტანულ Vogue-თან საუბრისას აღნიშნავს.

ამჟამად რიანა მეორე შვილს ელოდება. ვარსკვლავმა ორსულობა Super Bowl LVII-ის ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე გაამჟღავნა. 13-წუთიანმა შოუმ მომღერლის მუსიკალური კარიერიდან ცნობილი ჰიტები გააერთიანა, მათ შორის: Where Have You Been, We Found Love, Rude Boy, Work, Umbrella და სხვა.

ინტერვიუში რიანამ ასევე მიანიშნა ახალი ალბომის გამოცემის გეგმის შესახებ, რასაც მსმენელები უკვე დიდი ხანია ელიან – „ვისურვებდი, რომ წელს იყოს, გულწრფელად. თუმცა, უბრალოდ გართობა მინდა. მინდა მუსიკა შევქმნა და ვიდეოებზე ვიმუშაო“

ნახეთ რიანას და A$AP Rocky-ის საერთო შვილის პირველი ფოტო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მანანა მენაბდე მსმენელის წინაშე მონატრებული პროგრამით წარდგა. „ხანდახან ეჭვი გეპარება საკუთარ თავში: ნუთუ კიდევ უნდათ…” 

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი - Endless Summer Vacation

მაილი საირუსმა ვალენტინობის დღეს ყვავილები საკუთარ თავს უყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი