ქეით ბლანშეტი Sparks-ის ახალ მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს

მხატვრული ვიზუალის ვიდეოში მაყურებელი ქეით ბლანშეტის ქორეოგრაფიულ შესაძლებლობებს აღმოაჩენს

ამერიკულმა მუსიკალურმა დუეტმა, სახელწოდებით Sparks ახალი სინგლი და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. The Girl Is Crying in Her Latte – ასე ჰქვია სიმღერას და მუსიკალურ ვიდეოში მსახიობი ქეით ბლანშეტი მონაწილეობს. 

მინიმალისტური მხატვრული ვიზუალის ვიდეოში ქეით ბლანშეტი სახასიათო იმიჯით ჩნდება. მსახიობს შავი სათვალეები და დიდი წითელი ყურსასმენები უკეთია. მის უკან კადრში კი Sparks-ის წევრები ჩანან. აღსანიშნავია, რომ დუეტი ძმებისაგან შედგება. ვიდეოს მსვლელობისას ბლანშეტი მუსიკის ფონზე ცეკვავს.

„ქეით ბლანშეტს გასულ წელს, პარიზში „სეზარის დაჯილდოებაზე“ შევხვდით“ –  აღნიშნეს Sparks-ის წევრებმა გავრცელებულ პრეს რელიზში. „ერთი წლის შემდეგ, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსახიობი, ჩვენს ახალ ვიდეოში, სახელწოდებით The Girl Is Crying in Her Latte მონაწილეობს. ოცნებები მართლაც სრულდება.“ 

The Girl Is Crying in Her Latte ჯგუფის ამავე სახელწოდების ახალი ალბომის პირველი სიმღერაა. თავად სტუდიური ალბომი 26 მაისს გამოიცემა. დისკის გამოშვებასთან ერთად, Sparks ალბომის მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეს იწყებს. კონცერტები ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქალაქებში 23 მაისიდან გაიმართება. 

ნახეთ ვიდეო, რომელიც გადაღებულია Sparks-ის ახალ კომპოზიციაზე, სახელწოდებით The Girl Is Crying in Her Latte:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესმა გაამხილა, რომ სერიალის – Only Murders in the Building ახალ სეზონში ჯესი უილიამსი მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

რობი კუხიანიძე

 რობი კუხიანიძის ლაივ კონცერტი „დედაენის ბარში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი