ლიონელ რიჩის 2023 წლის ტურნეში Earth, Wind & Fire შეუერთდება

20 კონცერტისგან შემდგარი ტურნე ამ ზაფხულს დაიწყება.
ლიონელ რიჩი
Alan Silfen

ლიონელ რიჩი ამ ზაფხულს ტურნეში მიდის. ოთხი გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა 2023 წლის ამერიკული ტურნეს თარიღები დააანონსა და გაამხილა, რომ სპეციალური სტუმრის სტატუსით მას Earth, Wind & Fire შეუერთდება. 

„მეგობრებო, მოვიდა დრო, რომ ტურნე დავაანონსო. ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი ტურნე, არამედ ტურნე, რომელსაც წლებია ვგეგმავ. ახლა კი ეს ნამდვილად ხდება. ლიონელ რიჩი და Earth, Wind & Fire ერთად ერთ სცენაზე. ყველას გეპატიჟებით. ეს ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ,” – ამბობს ლიონელ რიჩი გავრცელებულ ვიდეოში.

ტურნე, სახელწოდებით Sing a Song All Night Long, 4 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. კონცერტები ჩრდილოეთ ამერიკის 20 ქალაქში ჩატარდება. 

ნახეთ ლიონელ რიჩის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის ოსკარის მემორიალურ ნაწილში ლენი კრავიცი იმღერებს

შემდეგი სტატია

Victoria’s Secret-ის შოუ ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი