ნახეთ: Pusha T კლიპს Call My Bluff ავრცელებს

ფოტო: Victor Boyko/GI For Kenzo

ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი Pusha T კომპოზიციაზე Call My Bluff გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ომარ ჯონსისა და ონდას მიერ გადაღებულ ვიდეოში რეპერი სტუმრებთან ერთად ვახშამს მართავს, მიირთმევს წითელ ღვინოს, მოგვიანებით კი უყურებს დაქირავებულ მკვლელებს, რომლებიც ცხედრებს მდინარეში ყრიან.

Call My Bluff, რომლის პროდიუსერიც ფარელ უილიამსია, ფუშას ახლახან გამოშვებულ ალბომში It’s Almost Dry შედის. ცნობილია, რომ სტუდიურ ჩანაწერზე აგრეთვე ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა იმუშავა. მასში აგრეთვე მონაწილეობენ: ჯეი ზი, ქიდ ქადი, ლაბირინთი, თავად ფარელი და ქანიე ვესთიც.

“სტუდიური ალბომის პროდაქშენზე ორმა საუკეთესო ადამიანმა იმუშავა, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ვინ ვარ მე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ნამდვილად შეუდარებელი მუსიკოსები არიან”, – აღნიშნა 44 წლის რეპერმა.

ტერენს თორნტონმა, ფსევდონიმით Pusha T, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი Clipse, რომელიც 2000-იანებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, მან უფროს ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. პროექტის პირველი სტუდიური ნამუშევარი Lord Willin’ კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ჰიპ ჰოპ დუეტის ასეთი წარმატება ლეგენდარული მუსიკოსის, ფარელ უილიამსის დამსახურებაცაა, რომელთანაც “ქლიფსმა” არაერთხელ ითანამშრომლა. 

2009 წელს რეპერმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, რის შემდეგაც მას ქანიე ვესთმა სოლო კარიერის დაწყება გადააწყვეტინა. 2011 წელს ფუშამ EP სახელწოდებით Fear Of God II: Let Us Pray გაავრცელა. თუმცა, მისი მთავარი წარმატება სადებიუტო ალბომს My Name Is My Name უკავშირდება. 2022 წელს ტერენსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი It’s Almost Dry ჩაუშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერებიც ფარელ უილიამსი და ქანიე ვესთი არიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Astroworld-ის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ტრევის სკოტი სცენას დაუბრუნდება

შემდეგი სტატია

Post Malone ახალ ალბომს 3 ივნისს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი