ოზი ოზბორნმა ტურნეები დაასრულა, თუმცა აღნიშნა: „ჩემი მიზანია, სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე”

ლეგენდარულმა მომღერალმა მის ალბომზეც ისაუბრა, რომელიც გრემიზეა ნომინირებული.
ოზი ოზბორნი
Matt Winkelmeyer/Getty Images for SiriusXM

გრემის 65-ე დაჯილდოებაზე ოზი ოზბორნი ოთხ კატეგორიაშია ნომინირებული ალბომისთვის Patient Number 9.

ბილბორდთან ინტერვიუში ოზბორნმა აღნიშნა, რომ მუსიკოსებთან თანამშრომლობაში უმართლებს, რადგან მისი კუმირების უმრავლესობასთან ერთად უკვე ნამუშევარი აქვს. თუმცა მას ჯერ კიდევ არ უთანამშრომლია მისთვის ყველაზე დიდ შთაგონების წყაროსთან, პოლ მაკარტნისთან. The Beatles-ის დიდმა ფანმა მაკარტნის ხმა ადრე უკვე მიაწვდინა. „მას ერთხელ ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა.”

Patient Number 9 ვარსკვლავებით დატვირთული ალბომია. მათ შორის არიან ერიკ კლეპტონი, მაიკ მაკრედი, Black Sabbath-ის წევრი ტონი იომი. შთამბეჭდავია თანაავტორების სიაც – ჩედ სმითი, ალი ტამპოსი, ტეილორ ჰოუკინსი და სხვები. 

ლეგენდარულმა მომღერალმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა გავლენა ჰქონდა მის კარიერაზე სატელევიზიო რეალითი შოუს და გაიხსენა, თუ როგორ ედგნენ ფანები მხარში ყოველ ნაბიჯზე. „ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მენატრება. მე ძალიან სოციალური ადამიანი ვარ. მიყვარს ფანებთან საუბარი. საშინლად მენატრებიან.”

რამდენიმე დღის წინ ოზბორნმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავია, რაც კი ოდესმე ჩემი ერთგული ფანებისთვის გამიზიარებია.” მომღერალმა ასე ტურნეს დასრულება გამოაცხადა და თქვა, რომ ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა. „დამიჯერეთ, როცა ამას ვამბობ, ფიქრები, რომ ჩემს ფანებს იმედები გავუცრუე, მანადგურებს. იმაზე მეტად, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩემი გუნდი ახლა ახალ იდეებზე მუშაობს, თუ როგორ შემიძლია წარვდგე მსმენელის წინაშე მოგზაურობის გარეშე.”

ბილბორდთან ინტერვიუში კი ოზბორნმა განაცხადა: „ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე სცენაზე.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ეშტონ კატჩერმა ჰარი სტაილსს ბოდიში მოუხადა

შემდეგი სტატია

ბიორკი 2023 წლის ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი