დისნეილენდის პოპულარული Fantasmic! შოუს მაყურებლებმა უკანასკნელი წარმოდგენის დროს შოკი მიიღეს, როცა მისი მონაწილე ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი მოულოდნელად თავად გაეხვა ცეცხლის ალში.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად კალიფორნიის დისნეილენდში არავინ დაშავებულა.
დისნეილენდის ერთ-ერთი ხშირი ვიზიტორის განცხადებით, ცეცხლი ყოველთვის არის Fantasmic! შოუს ნაწილი. თუმცა მისი თქმით, იგი მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, როცა დაინახა, რომ ცეცხლი იქიდან არ მოდიოდა, საიდანაც, როგორც წესი, მოდის ხოლმე.
„ნაცვლად იმისა, რომ ცეცხლი დრაკონის პირიდან გამოსულიყო, თავად მისი თავი იწვოდა.”- ამბობს ვიზიტორი, რომელმაც ხანძრის ვიდეო გადაიღო.
შოუ მაშინვე შეჩერდა. დრაკონი კი მთლიანად დაიწვა.
Fantasmic! შოუ ტრადიციისამებრ ტომ სოიერის კუნძულზე ღამით ტარდება. შოუს კულმინაცია მიკი მაუსის ბრძოლაა გიგანტურ დრაკონთან სახელად მალეფისენტი.
ხანძრის შედეგად მიყენებული Ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ნახეთ დისნეილენდის ვიზიტორის მიერ გადაღებული ვიდეო
Dragon on fire at #fantasmic at Disneyland. Insane pic.twitter.com/B68UWr79pE
— Ryan Laux (@ryanlauxcreates) April 23, 2023