The Idol-ის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა The Weeknd-მა შოუს საუნდტრეკი დააანონსა. Popular – ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც The Weeknd-თან ერთად მადონა და Playboi Carti ასრულებენ. ეს კომპოზიცია არტისტებისათვის 2023 წელს პირველი მუსიკალური ნამუშევარია.
აპრილში The Idol-ის პირველი საუნდტრეკის შესახებ გახდა ცნობილო. შოუში სიმღერა Double Fantasy გაჟღერდება, რომელსაც The Weeknd და Future ასრულებენ. სერიალის მუსიკალური გაფორმებისათვის შექმნილი სინგლები სპეციალურ ალბომში, სახელწოდებით The Idol, Vol. 1 ერთიანდება და მისი წინასწარი შეკვეთა მსმენელებს 2 ივნისიდან შეუძლიათ.
The Idol-ის იდეა თავად The Weeknd-ს ეკუთვნის, სერიალის რეჟისორი კი სემ ლევინსონია. The Idol-ში თანამედროვე პოპ კულტურის, მუსიკის ინდუსტრიის და ცნობილი ადამიანების სამყაროს დაფარული მხარეებია ნაჩვენები. დაანონსებისთანავე სერიალს აქტიურად განიხილავენ. The Idol-ის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ჩვენებას ხუთწუთიანი ოვაციები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ თანაავტორის და პროდიუსერის სტატუსთან ერთად, The Weeknd სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც არის. მუსიკოსი კულტის ლიდერის როლს ასრულებს.
სერიალში ასევე მონაწილეობენ ლილი-როუზ დეპი, ტროი სივანი, BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები. სემ ლევინსონთან და The Weeknd-თან ერთად, შოუს შემქმნელი რეზა ფაჰიმიც არის.
ნახეთ The Weeknd-ის პოსტი, რომლითაც არტისტმა სერიალის ახალი საუნდტრეკი დააანონსა:
The Idol Vol. 1 ALBUM PRE-ORDER this Friday! + new Single with @playboicarti / @Madonna : https://t.co/7NToxfKdhc pic.twitter.com/IeJZVfiTfn
— Abel Tesfaye (@theweeknd) May 31, 2023