Sex and the City 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სანამ სიქველის მეორე სეზონი გამოვა, სარა ჯესიკა პარკერმა Sex and the City-ის იუბილე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა.
ფოტო: ჯეფ კრავიცი/FilmMagic

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც HBO-ზე ჰიტად ქცეული  სერიალის Sex and the City-ის პრემიერა შედგა. სწორედ ამდენი წლის წინ გაიცნო მაყურებელმა თავისი საყვარელი პერსონაჟები: ქერი ბრედშოუ (სარა ჯესიკა პარკერი), სამანტა ჯონსი (კიმ კეტრელი), შარლოტ იორკი (კრისტინ დეივისი) და მირანდა ჰობსი (სინთია ნიქსონი. 

გმირების ისტორია ახალმა სერიალმა სახელწოდებით And Just Like That გააგრძელა, რომელიც ასევე HBO-ს პროექტია. სანამ სიქველის მეორე სეზონი გამოვა, შემოქმედებითი გუნდი Sex and the City-ის იუბილეს აღნიშნავს.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სარა ჯესიკა პარკერმა 6 ივნისს ქერი ბრედშოუს ცნობილი ყელსაბამის ფოტო გამოაქვეყნა. „ეს ჩვენი ვერცხლის იუბილეა, თუმცა მოგონებები ყოველთვის ოქროსი იქნება“ – ასე დაასათაურა პარკერმა პოსტი. 

რაც შეეხება სერიალს And Just Like That, მისი მეორე სეზონის პრემიერა 22 ივნისს HBO Max-ზე შედგება. 

ნახეთ სერიალის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

eZo Festival

eZo Festival – ადგილი სადაც ყველაზე ფერადი მუსიკა ჟღერს

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟი და Ice Spice Barbie World–ის გამოშვების თარიღს ასახელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი