I Hear the sounds That wind blows out Time freezes Trouble is here And then, we disappear What do we give?/ (მესმის ხმები, რომლებიც ქარს მოაქვს, დრო იყინება, განსაცდელი აქ არის, შემდეგ ჩვენ ვქრებით, და რას გავცემთ?
– ვისმენთ სიმღერის ტექსტში, რომელიც შოვის ტრაგედიის შემდეგ გულგრილს არავის დატოვებს. ავტორმა სიმღერა რაჭის ტრაგედიას მიუძღვნა და საზოგადოებას გამოღვიძებისკენ, სიყვარულის გაცემისკენ და მშვიდობისკენ მოუწოდა.
„City Sounds (ქალაქის ხმები) – ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა, რომელიც ვერეს ხეობის ტრაგედიაზე დავწერე 2015 წელს. პირველად ნიუ იორკში შევასრულე ლეგენდარულ Birdland Jazz Club-ში ჩემს ბენდთან ერთად და შემდეგ, კიდევ ბევრ სხვადასხვა ვენიუებში, ამერიკაშიც და თბილისშიც. ასევე ჩავწერეთ ჩემს პირველ ალბომში, რომელიც გამოიცა 2018 წელს. ყოველთვის მინდოდა ამ სიმღერის საგუნდო ვერსიის შექმნა და წელს ეს მიზანი შევასრულე გორის ქალთა გუნდთან და მოწვეულ ამერიკელ და ქართველ მუსიკოსებთან ერთად. ალბომშიც ჩავწერეთ და ახლახან დავასრულე კონცერტის ჩანაწერის მიქსინგი. რაჭაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო თავს ვიკავებდით ამ ჩანაწერის გამოშვებაზე, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ მე და თეონამ, რომ სწორედ ამ ტრაგედიას უნდა მიეძღვნას ეს სიმღერა, რადგანაც City Sounds, მისი ტექსტით და კონცეფციით ასახავს თანაგრძნობას, თავდადებას, რწმენას, ერთგულებას და ადამიანებს მოუწოდებს გამოღვიძებისკენ, გაცემისკენ და სიყვარულისკენ. მთელი გულით ვიზიარებთ რაჭის ტკივილს და ვუთანავუგრძნობთ დაზარალებულებს.“
მოისმინეთ სიმღრა City Sounds