ლედი გაგამ ლას ვეგასში გამართულ საღამოზე Born This Way ტრანსგენდერთა უფლებებს მიუძღვნა

„თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, უნდა ისაუბროთ.“ – თქვა პოპ ვარსკვლავმა.
Lady Gaga
Lady Gaga

ლედი გაგას ჰიტი Born This Way ის სიმღერაა, რომელიც LGBTQ-ის თემის უფლებების მხარდამჭერ კომპოზიციად მიიჩნევა. ახლახან, Las Vegas-ში გამართულ საღამოზე პოპ ვარსკვლავმა 2011 წლის ეს სიმღერა ქვიარ ადამიანებს მიუძღვნა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის თემის მხარდამჭერია. 

საღამოს მსვლელობისას გაგა პიანინოსთან დაჯდა და Born This Way-ის აკუსტიკური ჯაზ ვერსია შეასრულა. სიმღერის შესრულებამდე მომღერალმა აუდიტორიას მიმართა „რაღაც მინდა ვთქვა ამ ქვეყანაში ტრანსგენდერთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ – თქვა ლედი გაგამ. „თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, უნდა ისაუბროთ. არაფერია არასწორი იმაში, რომ გიყვარდეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, რადგან ამან სრულყოფილად გაქციათ… მე ჩემებურად ლამაზი ვარ, ღმერთი შეცდომებს არ უშვებს. ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ არ იციან ამაზე რა თქვან. არაფერი თქვათ, უბრალოდ უსმინეთ რეალური ადამიანების ისტორიებს“- მიმართა მსმენელებს ლედი გაგამ. 

Born This Way ლედი გაგას ბლოკბასტერ ნამუშევრად აღიარებული ამავე სახელწოდებით ალბომის წამყვანი სინგლია. ტრეკი Billboard-ის Hot 100-ის ჩარტებში წამყვან პოზიციას ექვსი კვირის განმავლობაში იკავებდა. სიმღერის ტექსტი LGBTQ თემისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. 

ნახეთ ლედი გაგას გამოსვლა, რომლის დროსაც პოპ ვარსკვლავმა Born This Way ტრანსგენდერთა უფლებებს მიუძღვნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Elizabeth Frisky – ლიზა ყენიას ახალი მუსიკალური პროექტი და დაანონსებული ალბომი

შემდეგი სტატია

Rolling Stones-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია 18 წლის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი