ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომის სიმღერები გაამხილა

ალბომში შევა დუეტები მუსიკოსებთან: Fireboy DML, *NSYNC და Tobe Nwigwe.
ჯასტინ ტიმბერლეიკი კელი კლარკსონის შოუში
Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images

ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალი ალბომის გამოცემამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ორშაბათს მომღერალმა თაყვანისმცემლებს უზარმაზარი ბილბორდის მეშვეობით ალბომში შესული სიმღერების სრული სია გაუმხილა.

ლოს-ანჯელესში მდებარე მრავალფუნქციური შენობის, The Reef-ის თავზე განთავსებულ სპოტიფაის ბილბორდზე მომღერლის ახალი ალბომის სიმღერების სრული სიაა წარმოდგენილი. 18 კომპოზიციიდან სამში მოწვეული სტუმრები არიან მითითებული: Fireboy DM, Tobe Nwigwe და ტიმბერლეიკის ბენდი *NSYNC. Სიაში შედის უკვე გამოცემული სინგლებიც – Drown და Selfish.

Everything I Thought It Was ტიმბერლეიკის პირველი სრული ალბომი იქნება 2018 წელს გამოცემული Man of the Woods-ის შემდეგ. ალბომის სინგლმა Selfish უკვე მოიპოვა წარმატება და Billboard Hot 100-ის მე-19 ადგილზე მოხვდა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მომღერლისთვის ყველაზე მაღალი შედეგია. 

აპრილში ტიმბერლეიკი Forget Tomorrow World Tour ტურნეში მიდის. აშშ-სა და კანადის შემდეგ მომღერალმა ევროპის კონცერტებიც დააანონსა. 

ნახეთ ტიმბერლეიკის ახალ ალბომში შესული სიმღერების ჩამონათვალი ბილბორდზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში  პოდიუმზე წარდგა

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

Black Sabbath-ის სინგლი Paranoid Spotify-ის პლატფორმაზე მილიარდ ნახვას აგროვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი