„ასეთი სიძულვილი ძალადობაა”- ლედი გაგა ტრანსფობიური შინაარსის კრიტიკას დაუპირისპირდა

ტრანსფობიის შემცველი შინაარსის კომენტარები ლედი გაგას და ტრანსგენდერი ინფლუენსერის საერთო ფოტოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
ფოტო: მაიკ კოპოლა/Getty Images

რამდენიმე დღის წინ, ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, TikTok-ის ცნობილმა ტრანსგენდერმა ინფლუენსერმა დილან მალვეინმა ლედი გაგასთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ამ პოსტმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ისინი ტრანსფობიის შემცველი შინაარსის უარყოფითი კომენტარებით არა მხოლოდ ტრანსგენდერ ინფლუენსერს, არამედ მომღერალსაც დაუპირისპირდნენ.  

ამის შემდეგ ლედი გაგამ ფოტო თავის ინსტაგრამზეც განათავსა და მის აღწერაში ტრანსფობიასა და უარყოფითი კომენტარების ავტორებს დაუპირისპირდა. „შემაძრწუნებელია, ის ფაქტი, რომ ჩემსა და დილან მალვეინის პოსტს ასეთი ზიზღითა და სიძულვილით ხვდებიან,”- წერს ლედი გაგა. მომღერლის თქმით, ეს არ არის საპასუხო რეაქცია და  სიძულვილით სავსე ამგვარი კრიტიკა ძალადობის ფორმაა. 

თავის პოსტში გაგა ზოგად თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო, რათა ტრანსგენდერების მიურებლობა მთელ მსოფლიოში აღმოიფხვრას.  „ამ მომენტში პასუხისმგებლობას ვგრძნობ არა მხოლოდ დილანის, არამედ მთელი ტრანს-საზოგადოების მიმართ. ისინი აგრძელებენ გზის გაკვალვას  თავისი შთაგონებით მუდმივი დეგრადაციის, შეუწყნარებლობის, ფიზიკური, თუ სიტყვიერი და გონებრივი ძალადობის პირობებში,”- წერს ლედი გაგა.  „რა თქმა უნდა, ამ საზოგადოების სახელით არ ვლაპარაკობ, მაგრამ მეც მაქვს რაღაც სათქმელი. ვიმედოვნებ, რომ ყველა ქალი გაერთიანდება, რათა ქალთა საერთაშორისო დღეს ყველას პატივი მივაგოთ,”- მიმართა საზოგადოებას არტისტმა.  

ნახეთ ლედი გაგას სრული პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარკ რონსონი ამბობს, რომ Barbie-ის საბოლოო ვერსიიდან სიმღერის I’m Just Ken ამოჭრა სურდათ

შემდეგი სტატია

Billboard-ი განმარტავს, თუ რატომ გახდა კაროლ ჯი წლის ქალის ტიტულის მფლობელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი