Coldplay-მ და მეგი როჯერსმა ტეილორ სვიფტის პატივსაცემად ვენაში მისი სიმღერა შეასრულეს

ჯგუფმა სვიფტის The 1 ოთხივე ავსტრიულ კონცერტზე შეასრულა მას შემდეგ, რაც მომღერალს, ტერორისტული საფრთხის გამო, ვენაში დაგეგმილი შოუების გაუქმება მოუწია.
Coldplay Anna Lee
Coldplay
Anna Lee

Coldplay-მ ვენის ოთხდღიანი საკონცერტო სერია დაასრულა. ოთხივე კონცერტზე კი ჯგუფმა, ტეილორ სვიფტის პატივსაცემად, რომელსაც, ტერორისტული საფრთხის გამო, ვენაში დაგეგმილი შოუების გაუქმება მოუწია, მისი სიმღერა The 1 შეასრულა. ბოლო კონცერტზეც, ტრადიციულად, სვიფტის კომპოზიცია, მისი 2020 წლის ალბომიდან Folklore, კრის მარტინმა და გამხსნელი აქტის შემსრულებელმა მეგი როჯერსმა ერთობლივად იმღერეს. 

როგორც ყოველთვის, სვიფტის სიმღერის შესრულებისას კრის მარტინმა სცენაზე ორი ფანი ამოიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ძვირფასო კრის, სვიფტის ფანებს ემახსოვრები. მადლობა!”

სვიფტის ფანებისგან მადლობა Coldplay-მ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ჯგუფმა ვენის კონცერტების სერია ტეილორის Love Story-ით გახსნა, შემდეგ კი Shake It Off ორჯერ შეასრულა.

თავად სვიფტმა კი ერას ტურის ევროპული ნაწილი ინგლისის კონცერტებით დაასრულა. მანამდე მომღერალს ვენაში გასამართი სამი შოუს გაუქმება მოუწია, კონცერტებზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმების გამო.

ნახეთ კრის მარტინისა და მეგი როჯერსის მიერ შესრულებული The 1:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია კერის დედა და და ერთ დღეს გარდაიცვალნენ

შემდეგი სტატია

თამადა ამერიკულ ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი