ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი. ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

თვეების წინ ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის სავარაუდო არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს ჰემპტონში დააკავეს. თავდაპირველ სასამართლო პროცესზე მომღერალმა წაყენებული ბრალი უარყო, ამჯერად კი ის საგ ჰარბორ ვილიჯის სასამართლოში წარდგება, რათა საქმე საპროცესო შეთანხმებით დაასრულოს. Billboard დამატებითი ინფორმაციისათვის ტიმბერლეიკის ოფიციალურ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა. 

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საგ ჰარბორ ვილიჯის სასამართლომ ტიმბერლეიკის საქმე პირველად განიხილა და ბრალდებულს მართვის ლიცენზია შეუჩერა. ტიმბერლეიკის ადვოკატმა პროცესამდე მედიასთან გაკეთებული კომენტარების გამო სასამართლოსგან გაფრთხილებაც მიიღო.

როგორც სამართალდამცავები ოფიციალურ ჩვენებაში აღნიშნავენ, ვარსკვლავი დაკავებისას  BMW-ის მარკის 2025 წლის ავტომობილს მართავდა. მან შესაბამის ადგილას მანქანა ვერ გააჩერა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან, მისი თვალები წითელი იყო, სუნთქვისას ალკოჰოლის სუნი იგრძნობოდა, კონცენტრაცია უჭირდა, ნელა საუბრობდა, ფეხზე დგომა უძნელდებოდა და სიფხიზლის ტესტიც ვერ გაიარა. ოფიცერმა ასევე გაიხსენა, როგორ უთხრა ჯასტინ ტიმბერლეიკმა, რომ მას ერთი ჭიქა მარტინი ჰქონდა დალეული. 

მიუხედავად პოლიციის მოხსენებისა, ტიმბერლეიკის ადვოკატმა უარყო მისი კლიენტისადმი წაყენებული ბრალდება და აღნიშნა, რომ ის სრულიად ფხიზელი იყო. ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი პოლიციას არ უნდა დაეკავებინა. მან ისიც განაცხადა, რომ სამართალდამცავების მხრიდან საქმეში არაერთი გადაცდომა ფიქსირდება. 

დაკავების პერიოდში ჯასტინ ტიმბერლეიკი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში მართავდა კონცერტებს. შემთხვევის შემდეგ მან შეერთებული შტატების მასშტაბით შოუები გააგრძელა, ივლისში მისმა ტურნემ ევროპაც მოიცვა. Billboard-ის მონაცემებით ტურნეს სრული შემოსავალი 250 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი