მუქი

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

მუსიკოსების მხარდასაჭერი კონცერტი „ილიას ბაღში” 6 იანვარს გაიმართება, სადაც ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად კატო კვარაცხელია, ნიკალა და ნინი ნუცუბიძე წარდგებიან

6 იანვარს „ილიას ბაღში” მდებარე Garden Hall-ში მუსიკოსების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტზე ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად მსმენელის წინაშე კატო კვარაცხელია, ნინი ნუცუბიძე და ნიკალა წარდგებიან. 

ნოდარიკო ხუციშვილი:

„6 იანვარს „ილიას ბაღში” – Garden Hall-ში ჩატარდება კონცერტი, რომლის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ, თუ სხვა შემთხვევაში დაუკრავდა მხოლოდ ჩვენი ბენდი, ამ კონცერტზე მიიღებს მონაწილეობას სხვა ბევრი მუსიკოსიც, რომლებიც დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს. ძალიან გაგვიხარდება, თუ მოხვალთ და ჩვენ ჩვენი მხრიდან დაგახვედრებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს – მუსიკას. მოკლედ, 6 იანვარს აღმაშენებელზე, ილიას ბაღში, Garden Hall-ში გელოდებით ყველას.”

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და საღამოს სხვა მუსიკოსებიც შეუერთდებიან. ღონისძიების ორგანიზატორები Nodariko Khutsishvili/ ნოდარიკო ხუციშვილი და TBC Concept – თიბისი კონცეპტი არიან.

ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდეია 13 წლის ასაკში ნაწყენი დარჩა, როცა ბიონსემ კონცერტზე მას Happy Birthday არ უმღერა

შემდეგი სტატია

U2-ს ბონო 2025 წლის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
მეტი