ბობ დილანმა ინსტაგრამზე Machine Gun Kelly-ს 2016 წლის ვიდეო დადო

რატომ გააკეთა მუსიკოსმა ეს, არავინ იცის.
ბობ დილანი, 2023 წელი
Gary Miller/Getty Images

თუ გინახავთ ფილმი A Complete Unknown, ან ყოფილხართ ბობ დილანის კონცერტზე, ან თუნდაც მისი სოციალური მედიის ანგარიშებისთვის მიგიდევნებიათ თვალი, მაშინ გეცოდინებათ, რომ როკ-ენ-როლის ვარსკვლავის ონლაინ პარამეტრები რთულად გამოსაცნობია. ეს კი, თავის მხრივ, ხსნის დილანის ბოლო ამოუხსნელ ინსტაგრამ აქტივობას  – საკუთარ გვერდზე Machine Gun Kelly-ს 2016 წლის გამოსვლის სრულიად უკონტექსტო გაზიარებას. რატომ MGK? რატომ ეს ვიდეო? ამას ვერასდროს გავიგებთ, თუმცა კელიც და მისი პროდიუსერიც ამ ფაქტით აღტაცებული დარჩნენ. 

„ძალიან მაგარია, ტელეფონი რომ გაქვს,” – დაწერა კელიმ კომენტარებში. მისმა პროდიუსერმა Mod Sun-მა კი დაამატა: „ეს ჩემი საყვარელი ამბავია, რაც კი ინტერნეტში მომხდარა.” სხვა კომენტარებში ვკითხულობთ: „ბობს, სავარაუდოდ, ეგონა, რომ ეს ტიმოთი შალამე იყო და ამიტომ გააზიარა”; „მგონი MGK-მ ემინემს მოუგო. ის ყველა დროის ყველაზე დიდმა პოეტმა გააზიარა”; „ბობ, დიდი პატივისცემით, ეს რა ჯანდაბაა” და სხვა.

MGK-ს ვიდეო ერთ-ერთია დილანის უცნაური ონლაინ აქტივობებიდან. წლის დასაწყისში, სულ რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში აპლიკაციის მოსალოდნელ აკრძალვამდე, 83 წლის ლეგენდა „ტიკტოკს” შეუერთდა და თავისი კარიერის რეტროსპექტიული ვიდეო ატვირთა. ხოლო თუ დილანის ინსტაგრამს ჩამოსქროლავთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში წააწყდებით პოსტებს მისი Rough and Rowdy Ways ტურნეს შესახებ; Les Paul-ის საარქივო ვიდეოს, რომელიც წარადგენს Van Halen-ის გიტარისტ ედი ვან ჰალენს; ასევე რიკი ნელსონის ერთ-ერთ გამოსვლას; 1952 წლის ფილმ Clash By Night-ის მონაკვეთს, რომელშიც ბარბარა სტენვიკი და მერლინ მონრო თამაშობენ; საყვარელი გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის ლაივშესრულებას და კიდევ, ფრენკ ჯეიმსის „ანდერძის” კითხვას.  

რას ნიშნავს ეს ყველაფერი, არავინ იცის. თუმცა ისევ დილანის უკვდავი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „არ განსაჯოთ ის, რაც არ გესმით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შირლი მენსონი Garbage-ის ვოკალისტი, Mad Cool Festival, 2016 წლის 16 ივნისი, მადრიდი, ესპანეთი. ფოტო: ხუან აგუადო/Redferns

Garbage-მა ახალი ალბომი Let All That We Imagine Be the Light დააანონსა

შემდეგი სტატია

მარკ ცუკერბერგმა ცოლის დაბადების დღეზე ბენსონ ბუნის კოსტიუმით მუსიკალური ნომერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი