No Doubt-ის მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Don’t Speak, YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

როგორც YouTube-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული, ეს ბენდის პირველი ნამუშევარია, რომელიც ე.წ. „მილიარდი ნახვის კლუბს“ შეუერთდა.
No Doubt, Don’t Speak

1995 წელს No Doubt-მა სიმღერაზე Don’t Speak გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. პრემიერიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ის დღემდე ჯგუფის ყველაზე დიდ ჰიტად მიიჩნევა. ახლახან კი  ვიდეომ YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია. 

როგორც YouTube-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული ეს ბენდის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ნახვების ამ მაჩვენებელს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ 90-იან წლებში გამოშვებული კლიპებიდან ნახვების ეს რეკორდული რაოდენობა მხოლოდ ოცამდე ვიდეოს აქვს. 

Don’t Speak ბენდის 1995 წლის ალბომში სახელწოდებით Tragic Kingdom შესული სინგლია. სწორედ ამ ტრეკმა მოაპოვებინა No Doubt-ს Billboard-ის პოპ სიმღერების ჩარტებში პირველი ადგილი. კომპოზიცია ლიდერ პოზიციას 10 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. სიმღერა ასევე ნომინირებული იყო მე-40  „გრემის მუსიკალური დაჯილდოებაზე“. ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ნამუშევარი საუკეთესო პოპ შესრულებისა და წლის სიმღერის ნომინაციებში წარადგინა.

2021 წელს, სიმღერის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვენ სტეფანიმ მედიასთან ტრეკის შექმნის პროცესზე ისაუბრა. „როდესაც ამ სიმღერას ვწერდი, ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. არც კი მეგონა, რომ მას ვინმე მოისმენდა. მასზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. ვფიქრობ, როდესაც რამე გულწრფელი და ნამდვილია და მთელი გულით კეთდება, ხალხი მასთან კავშირს აუცილებლად იგრძნობს.“ – აღნიშნა მომღერალმა.

ნახეთ No Doubt-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  Don’t Speak:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მოანას” ფილმის რეჟისორი თომას კაილი იქნება 

შემდეგი სტატია

ლიზოს თქმით, ონლაინ „ბოდიშეიმინგის” შემდეგ შემოქმედების გაგრძელების ძალა ბიონსემ მისცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი