დრეიკმა კონცერტების დროს სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა

ფანებმა ბიუსტჰალტერები სხვადასხვა კონცერტის მსვლელობისას მაშინ ისროლეს, როცა არტისტი სცენაზე ტრეკებს ასრულებდა.
დრეიკი
Prince Williams/Wireimage

დრეიკი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში მუსიკალურ შოუებს მართავს. ახლახან არტისტმა იმ ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა, რომლებიც კონცერტის მსვლელობისას აუდიტორიიდან სცენაზე ისროლეს. დრეიკმა მათი ამსახველი  ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა.   

ფოტოზე სხვადასხვა ფერის, ზომის და მოდელის ბიუსტჰალტერი ჩანს. ამავდროულად დრეიკმა ინსტაგრამის ისტორიაში გააზიარა კადრი, რომელშიც მისი გუნდის წევრები ბიუსტჰალტერებით სავსე ყუთს ცლიან. 

ცოტა ხნის წინ ჰიპ ჰოპ არტისტმა ლას ვეგასში  გამართული  კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთ ფანს სიურპრიზი გაუკეთა. დრეიკმა მსმენელს 50 ათასი დოლარი აჩუქა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მან ავეჯისათვის განკუთვნილი დანაზოგი კონცერტზე დასწრებისათვის დახარჯა. დრეიკმა სცენიდან თავის მენეჯერსაც მიმართა და დაავალა, რომ გულშემატკივარს ეს თანხა იმავე საღამოს მიეღო.  

ლას ვეგასში გამართულ კონცერტამდე დრეიკმა საჩუქარი სხვა ფანებსაც გაუკეთა. ლოს ანჯელესის შოუებზე ერთ-ერთ მსმენელს ძვირადღირებული Birkin-ის ჩანთა აჩუქა, ხოლო მეორეს – Chanel-ის.

ნახეთ პოსტი, რომელშიც დრეიკმა ფანების მიერ სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანა Fenty x Puma-ს ახალი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

9 სექტემბერი – წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული დღე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი