ჯონი მარი დონალდ ტრამპს Smiths-ის სიმღერების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებისთვის აკრიტიკებს

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო,” – წერს მუსიკოსი.
ჯონი მარი
Niall Lee

ჯონი მარი, 80-იანი წლების ბრიტანული საკულტო ჯგუფის The Smiths-ის გიტარისტი, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, საარჩევნო კამპანიაში ბენდის სიმღერის Please, Please, Please, Let Me Get What I Want გამოყენებისთვის.

Სიმღერა, რომლის ავტორებიც თავად მარი და ბენდის სოლისტი მორისი არიან, 1984 წელს სინგლის William, It Was Really Nothing B გვერდზე გამოვიდა. შემდეგ კი შევიდა ალბომებში Hatful of Hollow და Louder Than Bombs. და როგორც მარი ამტკიცებს, ის ნამდვილად არ უნდა შესულიყო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლავე შეწყვიტეთ,” – წერს მუსიკოსი და სამხრეთ დაკოტაში ტრამპის შარშანდელ აქციაზე გადაღებულ ვიდეოს აზიარებს. 

ტვიტერზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტებში კი ამტკიცებენ, რომ The Smiths-ის მუსიკა ხშირადაა გამოყენებული ტრამპის აქციებზე მისული ხალხის გასახურებლად. მათ შორის იყო 22 იანვარს ნიუ-ჰემფშირში გამართული ღონისძიებაც.

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ტრამპს არაერთი პრობლემა შეჰქმნია მუსიკოსებთან. The Rolling Stones, ფილ კოლინსი, Linkin Park, რიანა, ფარელი, სტივენ ტაილერი, Guns N’ Roses იმ არტისტებს შორის არიან, რომლებმაც ყოფილ პრეზიდენტს მათი მუსიკის საარჩევნო კამპანიებში თანხმობის გარეშე გამოყენებისთვის უჩივლეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Winter Jazz – „ისთერნ ფრომოუშენსი” ზამთრის სეზონის ჯაზ ფესტივალს წელს პირველად გამართავს

შემდეგი სტატია

Guns N’ Roses ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი