ბრიუს სპრინგსტინის დედა 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკოსი სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
ბრიუს სპრინგსტინი დედასთან ერთად, 203 წელი
Lester Cohen/WireImage

ბრიუს სპრინგსტინის დედა, ადელი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. 74 წლის მუსიკოსმა ეს ამბავი ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ის დედასთან ერთად ცეკვავს გლენ მილერის პოპულარულ სიმღერაზე In the Mood. 

„ადელ სპრინგსტინი: 4 მაისი 1925 – 31 იანვარი 2024,” – წერს მუსიკოსი ვიდეოს ქვეშ. სპრინგსტინმა პოსტს თავისი ერთ-ერთი სიმღერის ტექსტიც დაურთო: The Wish მან თავის დროზე სწორედ დედას მიუძღვნა. 

ბრიუსის გარდა ადელს კიდევ ორი შვილი დარჩა – პამელა და ვირჯინია. ხოლო მისი მეუღლე დუგლას სპრინგსტინი, რომელზეც 1948 წელს დაქორწინდა, 1998-ში გარდაიცვალა. 

ადელი ყოველთვის ამაყობდა თავისი ვაჟის მუსიკით და ხანდახან სცენაზეც კი ადიოდა და მასთან ერთად ცეკვავდა. „დედაჩემს უყვარს ცეკვა,” – ამბობდა ბრიუსი 2021 წელს. „ის 40-იან წლებში გაიზარდა. იმ დროს კი ცეკვა ეგზისტენციალური აქტი იყო. ახლა დედა 95 წლისაა. 10 წელია, რაც ალცჰაიმერი აქვს და ამ დაავადებამ ბევრი რამ წაგვართვა. მაგრამ ცეკვის სურვილი მას არასდროს განელებია,” – აღნიშნავდა მაშინ მუსიკოსი.

ნახეთ ბრიუს სპრინგსტინის პოსტი დედის გარდაცვალების შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხატია ბუნიათიშვილი რიანასთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის” რუსთაველის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი