ბილი ჯოელი ამბობს, რომ ახალი სინგლის წყალობით მუსიკაში კვლავ იპოვა „მხიარულება”

Turn the Lights Back On ბილი ჯოელის მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გამოცემული პირველი სიმღერაა.
ფოტო: მირნა სუარეზი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ბილი ჯოელი ახალი სინგლით დაბრუნდა. Მისი სახელწოდებაა Turn the Lights Back On. მუსიკალურ პოდკასტში სახელწოდებით Audacy Check In ჯოელმა და სინგლის თანაავტორმა ფრედი უექსლერმა სიმღერაზე მუშაობის პროცესი განიხილეს. 

ჯოელმა გულახდილად თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მას მუსიკისადმი ლტოლვა დაკარგული ჰქონდა. „მუსიკაში მთავარი ხალისის პოვნაა. როკ-ენ-როლი სახალისოა და მეც ვერთობოდი, თუმცა შემდეგ თითქოს ეს შეგრძნება დავკარგე” – ამბობს ჯოელი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ უექსლერთან მოულოდნელი კავშირი ის დამატებითი გარემოება გახდა, რამაც სტუდიაში დაბრუნებისაკენ უბიძგა. „სხვა ადამიანებსაც უცდიათ, რომ დავბრუნებულიყავი, მუშაობა დამეწყო და ახალი სიმღერები ჩამეწერა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ამას გულმოდგინედ ვარიდებდი თავს, რადგან სიმღერების წერის პროცესი სიამოვნებას აღარ მანიჭებდა”.  

როდესაც ჯოელმა შეიტყო, თუ რაზე მუშაობდა უექსლერი, მასთან კავშირი მაშინვე იგრძნო. „მელოდია, აკორდები, მათი განვითარება, დროის ფაქტორიც კი ის გარემოება იყო, რამაც მიმიზიდა და ასე დავუკავშირდი კვლავ მუსიკას” – განმარტა ბილი ჯოელმა. „მუსიკის ტექსტს რაც შეეხება, ეს აზრები ჩემშიც იყო.”- ამბობს მუსიკოსი. 

სიმღერას Turn the Lights Back On ბილი ჯოელი პირველად 4 თებერვალს, გრემის 2024 წლის დაჯილდოებაზე შეასრულებს. ცერემონიას ტელეარხი CBS პირდაპირ ეთერში გადასცემს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის” რუსთაველის თეატრის სცენაზე

შემდეგი სტატია

AC/DC-ის კლიპს Back in Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი