სიურპრიზი სპორტის მოყვარულებს: პირველად საქართველოში Super Bowl 2024 პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ტრანსლაციას ლას-ვეგასიდან ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალი” 12 თებერვალს, თბილისის დროით 03:30 საათზე წარმოგიდგენთ.
Super Bowl ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატია, რომელიც 1967 წლიდან ყოველწლიურად იმართება. Პირდაპირ ეთერში მას მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს, რომელთაც წელს სპორტის ქართველი ქომაგებიც შეუერთდებიან.
ღონისძიება გამორჩეულია არა მხოლოდ სპორტული, არამედ მუსიკალური თვალსაზრისითაც. ცნობილია Super Bowl-ის შოუები, რომლებშიც მსოფლიო სუპერვარსკვლავები მონაწილეობენ და დაუვიწყარ შოუებს ქმნიან. სხვადასხვა დროს მათ შორის იყვნენ რიანა, მადონა, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.
პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე მუსიკალური ღონისძიება გაიმართება თბილისშიც, რესტორან „რესპუბლიკაში”. მსმენელის წინაშე ქართველი მუსიკოსები – თემურიკო დიასამიძე, Cutkill და ბექა გოჩიაშვილი წარდგებიან.
რაც შეეხება „სილქ უნივერსალს”, არხი „სილქნეტის” სატელევიზიო კონტენტის შემადგენლობაშია. სპორტული რეპორტაჟების გარდა არხზე მხატვრულ/დოკუმენტური ფილმები, ანიმაცია, სერიალები და მეგა შოუები გადის.