The Weeknd-ის Madonna-ს და Playboi Carti-ის სიმღერამ Popular  პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ეს The Weeknd-ისთვის 42-ე, მადონასთვის მეშვიდე, ხოლო Carti-სთვის მეოთხე პლატინის სტატუსია.
კადრი ვიდეოკლიპიდან Popular

The Weeknd-ის, Madonna-სა და Playboi Carti-ს სიმღერა Popular კიდევ უფრო პოპულარული ხდება. სინგლმა ამერიკის ხმის ჩამწერი ასოციაციის მიერ პლატინის სერთიფიკატი მიიღო, რაც 1 მილიონ გაყიდულ ჩანაწერს ნიშნავს. The Weeknd-ისთვის ეს 42-ე პლატინის სტატუსია, მადონასთვის მეშვიდე, ხოლო Carti-სთვის მეოთხე.

Popular 2023 წლის 2 ივნისს XO-სა da Republic Records-ის მეშვეობით გამოვიდა. სიმღერა HBO-ს სერიალ The Idol-ის საუნდტრეკია. Popular-ის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოკლიპის დებიუტი ექსკლუზიურად Frontine Festival-ის დროს, თებერვალში შედგა.

სიმღერამ Billboard Hot 100-ში 43-ე ადგილი დაიკავა და მე-14 ადგილზე გავიდა ჰიპ-ჰოპის სიმღერების ჩარტში. Popular-ით მადონა იმ არტისტთა სიაში შევიდა, რომელთა სიმღერებიც Hot 100-ში უკვე ხუთი ათწლეულია, ხვდება. მადონასთვის ეს ასევე პირველი პლატინის სერტიფიკატია Hung Up-ის შემდეგ, რომელმაც ეს სტატუსი 2008 წლის აგვისტოს მოიპოვა. მანამდე კი, იმავე წლის ივნისში მომღერალმა პლატინის სერტიფიკატი ჯასტინ ტიმბერლეიკთან თანამშრომლობით შექმნილი სიმღერისთვის 4 Minutes მიიღო. ამ კვირაში კი მადონას კიდევ ერთი სინგლი გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი – 1986 წელს გამოსული Papa Don’t Preach.

„ადრე ამ სიმღერის განსხვავებული ვერსია გვქონდა მომზადებული, ვოკალზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი. ახლა კი, ვფიქრობ, რომ მისი გამოქვეყნების დრო იყო. მადონა ამ სიმღერის, ამ ალბომისა და ამ სატელევიზიო სერიალის საბოლოო „ხელმომწერია,” – აღნიშნა Weeknd-მა Apple Music 1-თან ინტერვიუში გასული წლის ივნისში. 

The Weeknd-მა პლატინის სერტიფიკატი 2023 წელს ასევე The Idol-ისთვის შექმნილი ჰიტისთვის One of the Girls მიიღო, რომელზეც BLACKPINK-ის ჯენისთან და ლილი-როუზ დეპთან ითანამშრომლა. ამ შედეგით კი ჯენი პლატინის სერტიფიკატის მქონე პირველ K-pop სოლო არტისტი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტაი დოლა საინი კანიე უესტს მისი თაობის საუკეთესო არტისტს უწოდებს

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air-ის საიუბილეო მე-15 სეზონი დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მეტი

რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

ტრეკმა სტრიმინგ სერვისების რეკორდები მოხსნა და იქცა კენდრიკ ლამარის მეოთხე ჰიტად, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
მეტი

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

Billboard Family იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
მეტი