Linkin Park-ის ახალი სიმღერა გამოცემიდან რამდენიმე საათში ბილბორდის ჩარტში მოხვდა

ბენდის ახალი ვოკალისტი ემილი არმსტრონგია.
LINKIN PARK. ფოტო: James-Minchin III

ჯგუფი Linkin Park ახალი სიმღერით და ახალი ვოკალისტით დაბრუნდა. ჯგუფის ტრეკი The Emptiness Machine გამოსვლიდან მალევე  Billboard-ის როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჩარტში მოხვდა და 24-ე ადგილი დაიკავა. 

ბენდის ახალი ვოკალისტი ემილი არმსტრონგია, რომელიც ვოკალურ პარტიას  Linkin Park-ის თანადამფუძნებელ მაიკ შინოდასთან ერთად ასრულებს. ბენდს ასევე ჰყავს ახალი დრამერი კოლინ ბრიტანი.  Linkin Park-ის ვოკალისტი  ჩესტერ ბენინგტონი 2017 წელს გარდაიცვალა და ემილი არმსტრონგის შეერთებით ბენდმა ახალი ეპოქა დაიწყო.  

სიმღერა The Emptiness Machine ჯგუფ Linkin Park-ის მე-17 ნამუშევარია, რომელიც Rock & Alternative Airplay-ს სახელით ცნობილ ჩარტში მოხვდა. ის არის წამყვანი სინგლი ბენდის დაანონსებული ალბომიდან –  Zero, რომლის გამოცემა 15 ნოემბერს არის დაანონსებული. ამ დროისათვის ბოლო ალბომი ბენდმა 2017 წელს წარადგინა. One More Light ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე გამოვიდა.  

Billboard 14 სექტემბრით დათარიღებულ ჩარტებს 10 სექტემბერს განაახლებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Weeknd Andrew Cooper/Billboard Brazil

The Weeknd-მა ბოლო ინტერვიუში – ახალ ალბომზე, ბრაზილიასთან კავშირსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი 2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი