რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
SZA-მ პროექტ Lana-ს გამოშვების შემდეგ ახალი მუსიკალური გეგმები გაამჟღავნა. მომღერალმა თქვა, რომ ეს, შესაძლოა, რეკორდ ლეიბლთან არსებული კონტრაქტის მოთხოვნების შესასრულებლად იყოს გამიზნული.
მომღერალმა ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი 4 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი შემდეგი ორი ალბომი, შესაძლოა, საბავშვო თემატიკის მატარებელი იყოს. „ჩემი ბოლო ორი ალბომის შექმნისა და არსებული მოთხოვნების შესასრულებლად, უბრალოდ მინდა, მშვიდი, საბავშვო მუსიკა შევქმნა და აქედან წავიდე. შემდეგი მოგზაურობა და შემოქმედება დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის იქნება განკუთვნილი”, – აღნიშნა SZA-მ.
კონტრაქტული ვალდებულებების შესასრულებლად ალბომების ჩაწერა მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი არ არის, თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სერიოზულად აღნიშნა ეს SZA-მ.
1986 წელს ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ვენ მორისონმა ლეგენდარული ალბომის, Astral Weeks-ის გამოცემამდე ლეიბლ Bang Records-თან სავალდებულო კონტრაქტის გათვალისწინებით 36 ტრეკი ჩაწერა. ტრეკების გამოცემით მუსიკოსს საშუალება ეძლეოდა ლეიბლისგან თავი დაეღწია, თუმცა სიმღერები სენდვიჩების და სხვა მსგავსი თემების შესახე იმდენად აბსრუდულად მიიჩნიეს, რომ ოფიციალურად 2017 წლამდე არ გამოქვეყნებულა.
მეორე ცნობილი ფაქტი ამ თემასთან დაკავშირებით 1977 წელს მოხდა, როდესაც მარვინ გეისა და ანა გორდი გეის განქორწინება მწვავე ფაზაში შევიდა. სამართლებრივი პროცესის ფარგლებში მარვინ გეის ადვოკატმა შეთანხმება დადო, რომ მისი ყოფილი ცოლი მომდევნო ალბომის ავტორიზებული შემოსავლებიდან 50%-ს მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი თავდაპირველად სწრაფი ალბომის შექმნას აპირებდა, სადაც ღირებული არაფერი იქნებოდა, ის მომღერლის დისკოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად არის აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად წარმატებული არ ყოფილა.
ამჟამად SZA-ს დისკოგრაფიაში ორი სტუდიური ალბომი შედის – მათ შორის 2017 წლის Ctrl და 2022 წლის SOS, რომელიც ბილბორდ 200-ის ალბომების ჩარტშია შესრული.
SOS-ის დელუქს ვერსია, სახელწოდებით Lana, 20 დეკემბერს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ალბომმა ბილბორდ 200-ში 12 კვირა დაყო.