„დისნეი” და „პიქსარი” Coco 2-ზე მუშაობენ

ცნობილი ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილზე იგივე გუნდი იმუშავებს, მათ შორის, რეჟისორები ლი ანკრიჩი და ადრიან მოლინა.
Coco
Disney/Pixar/Kobal/Shutterstock

Coco მეორე ნაწილით ბრუნდება. უოლტ დისნეის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა 20 მარტს განაცხადა, რომ „პიქსარის” სტუდიაში Coco 2-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, უკვე ვიცით, რომ ის სავსე იქნება იუმორით, გულითა და თავგადასავლებით,” – აღნიშნა ბობ იგერმა შეხვედრაზე. 

ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილის მოგებამ მსოფლიოს მასშტაბით 814 მილიონი დოლარი შეადგინა. ის გახდა ორი ოსკარის მფლობელი: საუკეთესო ანიმაციური ფილმისა და საუკეთესო სიმღერისთვის (Remember Me). საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში Coco-მ ოქროს გლობუსი და ბაფტაც დაიმსახურა. 

Coco „პიქსარის” პირველი ანიმაციაა, რომლის მთავარი გმირი უმცირესობის წარმომადგენელია. ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული პროდუქტი, რომელიც თითქმის სრულად ლათინური დასისგან შედგება.

Coco 2, არსებული ინფორმაციით, 2029 წელს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2025

Tbilisi Open Air 2025  – სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

შემდეგი სტატია

Lizzo - 2025 წლის 12 მარტი, ლოს ანჯელესი ფოტო: კრისტოფ პოლკი

Lizzo-მ ახალ ალბომზე მუშაობა ოფიციალურად დაასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი