The Weeknd-ის სიმღერა Call Out My Name The Batman-ის რეჟისორისთვის ფილმის გაგრძელების შთაგონებად იქცა

The Batman-ის მეორე ნაწილი კინოთეატრებში 2027 წლის 1 ოქტომბერს გამოვა.
The Weeknd, "Call Out My Name" Courtesy Photo
The Weeknd, Call Out My Name Courtesy Photo

The Weeknd მომავალ თვეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, Hurry Up Tomorrow-ს პრემიერისთვის ემზადება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი ძველი ჰიტ სიმღერა სულ სხვა ფილმის შთაგონების წყაროდ იქცა. 

რეჟისორმა მეთ რივზმა 2022 წელს ფილმი The Batman რობერტ პატინსონისა და ზოი კრავიცის მონაწილეობით გადაიღო. ახლახან კი მეთ რივზმა IndieWire-თან განაცხადა, რომ: მისთვის The Weeknd-ის სიმღერა Call Out My Name ფილმის გაგრძელებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 

ჰიტი მომღერლის 2018 წლის EP-ის, My Dear Melancholy-ს წარმდგენი სიმღერაა. სინგლი Billboard Hot 100-ში მე-4 ადგილზე მოხვდა და Hot R&B/Hip-Hop Songs-ში მე-3 ადგილი დაიმკვირდა. მუსიკალურმა ვიდეომ კი YouTube-ზე მილიარდზე მეტ ნახვას მიაღწია. 

The Weeknd-მა 30 აპრილს ინსტაგრამ სთორიში IndieWire-ის სტატიის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი Call Out My Name-ის ვიდეოდან კადრი გააზიარა შემდეგი წარწერით:  „მითხარით, თუ გჭირდებათ დამატებითი მინიშნება,“ სადაც ფონად Seal-ის სიმღერა Kiss From a Rose ისმის.

აღსანიშნავია, რომ Seal-ის Kiss From a Rose პირველად 1994 წელს გამოვიდა, ის ამავე სახელწოდების ალბომის მეორე სინგლია. სიმღერამ თავდაპირველად დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. 1995 წელს კი რეჟისორმა ჯოელ შუმახერმა ის ფილმ Batman Forever-ში სასიყვარულო სცენისთვის გამოიყენა. მოგვიანებით Kiss From a Rose ფილმის ოფიციალურ საუნდტრეკშიც გამოჩნდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და სიმღერა Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე გავიდა. Kiss From a Rose-მა MTV VMAs-ზე წლის საუკეთესო ვიდეოს ჯილდო მიიღო და 1996 წელს სამი გრემიც დაიმსახურა: წლის ჩანაწერის, წლის სიმღერის და საუკეთესო მამაკაცი პოპ შემსრულებლის სახით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის ჯაზ ფესტივალი 28-ე სეზონს ხსნის

შემდეგი სტატია

Bono: Stories of Surrender - Courtesy Photo

U2-ს ვოკალისტის შესახებ დოკუმენტური ფილმი Bono: Stories of Surrender უახლოეს მომავალში  გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი