კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობა საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელსაც დაატოვებინა

შირა პერლმატერი საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.
დონალდ ტრამპი. 2024 წლის 22 სექტემბერი.
Rebecca Noble/Getty Images

ტრამპის ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელი შირა პერლმატერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დაატოვებინეს კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელსაც.

11 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პერლმატერმა წინა დღეს თეთრი სახლიდან ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ მისი უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეწყდა.

რამდენიმე დღით ადრე, 8 მაისს, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორი კარლა ჰეიდენი – პირველი ქალი და პირველი აფროამერიკელი, რომელიც ამ პოზიციას იკავებდა. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტის მიზნებსა და დღის წესრიგს.

პერლმატერი ამ პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობდა. ცოტა ხნის წინ მისი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც იკვლევდა, შეეძლოთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებს საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება თავიანთი სისტემების „გადამზადებისთვის“. ეს იყო კვლევის მესამე ნაწილი, რომელიც 2023 წელს დაიწყო და ათასობით ადამიანის, მათ შორის AI დეველოპერების, მსახიობებისა და მომღერლების მოსაზრებებს მოიცავდა. 

უფრო ადრე, იანვარში, ოფისმა განაცხადა, რომ საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში ეყრდნობოდა „ადამიანური კრეატიულობის გადამწყვეტ როლს“. აღნიშნული უწყება ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ საავტორო განაცხადს განიხილავს, რომლებიც მილიონობით ნამუშევარს მოიცავს. „თუ ეს კრეატიულობა AI სისტემების გამოყენებით გამოიხატება, ის კვლავაც დაცულია. მაგრამ იმ მასალისთვის, რომლის გამომსახველ ელემენტებს მანქანა განსაზღვრავს, საავტორო უფლებების გავრცელება კონსტიტუციურ მიზნებს დააზიანებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლს პერლმატერის გათავისუფლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. დემოკრატები ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ.

„შირა პერლმატერის გათავისუფლების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება წარმოადგენს თვალსაჩინო და უპრეცედენტო ძალაუფლების მიტაცებას, რომელსაც არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია,“ – განაცხადა ნიუ-იორკის წარმომადგენელმა ჯო მორელემ, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში ადმინისტრაციულ საკითხთა კომიტეტის წევრია.

შირა პერლმატერს იურიდიული განათლება აქვს. საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დეპარტამენტში პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობდა, საავტორო უფლებების ოფისში კი 1990-იან წლებში დასაქმდა. პერლმატერს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

USHER: RENDEZVOUS IN PARIS Bellamy Brewster

კონცერტის მსვლელობისას აშერმა სცადა, ალუბალი მიეწოდებინა მსმენელისთვის, რომელსაც ხილზე ალერგია ჰქონდა

შემდეგი სტატია

Killages-მა და სტეფანე მღებრიშვილმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი