დოლი პარტონის თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიმღერების წერა დროებით შეწყვიტა

„ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან ძალიან ბევრი სხვა რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ახლა ასეთ ემოციებში გადაშვება უბრალოდ ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ვერ მივცემ,” – თქვა პარტონმა.
დოლი პარტონი Dolly: An Original Musical-ის პრეს კონფერენციაზე. 2025 წლის 28 იანვარი.
Jason Kempin/Getty Images

დოლი პარტონმა გაამხილა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიმღერების წერისგან დროებით თავის შეკავება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის მზად იმ ღრმა ემოციების გასაზიარებლად, რასაც სიმღერის ტექსტის წერა მოითხოვს.

ქანთრის ლეგენდამ ამის შესახებ ისაუბრა ქლოი კარდაშიანის პოდკასტში – Khloé in Wonder Land. 

„ჩემი ქმარი სამი თვის წინ გარდაიცვალა. რამდენჯერმე ვცადე რაღაცის დაწყება, მაგრამ არ გამომდის. იმდენი არაჩვეულებრივი და შთამაგონებელი იდეა მომდის, მაგრამ მგონია, ვერ დავასრულებ. ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან ძალიან ბევრი სხვა რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ახლა ასეთ ემოციებში გადაშვება უბრალოდ ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ვერ მივცემ,” – თქვა პარტონმა. 

დოლი პარტონის ქმარი, კარლ დინი, 2025 წლის მარტში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. წყვილმა ერთად 60 წელზე მეტხანს იცხოვრა.

„კარლთან ერთად მრავალი მშვენიერი წელი გავატარე,“ – დაწერა პარტონმა სოციალურ ქსელში. „ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ სიყვარულს, რაც ამ 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვაკავშირებდა. მადლობა თქვენი ლოცვისა და თანაგრძნობისთვის.“

მიუხედავად დროებითი პაუზისა, დოლი პარტონი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტზე მუშაობას, მათ შორისაა მისი მიუზიკლი – Dolly: An Original Musical და არაერთი საქველმოქმედო ინიციატივა. რაც შეეხება სიმღერების წერის პროცესს, არტისტმა მას თავისი ცხოვრების დიდი სიხარული უწოდა. როგორც თავად ამბობს, როცა დრო დადგება, წერას კვლავ დაუბრუნდება.

„ყველაფერი იწყება ამბით ან სიმღერით… მგონია, რომ სწორედ ამის გამო მიყვარს წერა – რადგან ამ დროს განსაკუთრებით ახლოს ვარ ღმერთთან,“ – განაცხადა მან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

შემდეგი სტატია

ბენი ბლანკოს თქმით, მისი და სელენა გომესის ქორწილი მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი