შვილის გარდაცვალების 10 წლის თავზე, ნიკ ქეივი გლოვის პროცესზე და მისგან მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს

„შევიგრძენი, რომ მიუხედავად ჩვენი უნიკალურობისა, ტკივილი საერთო გამოცდილებაა,” – წერს ქეივი.
ნიკ ქეივი - ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი ფოტო: დევე ბენეტი/WireImage
ნიკ ქეივი – ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი
ფოტო: დევე ბენეტი/WireImage

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკ ქეივის შვილი, არტური გარდაიცვალა. ქეივმა საკუთარ ტკივილზე და გლოვის პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრა. მუსიკოსის ჩანაწერი გამოქვეყნდა მის ონლაინ-პლატფორმაზე The Red Hand Files-ზე, სადაც ის გულწრფელად პასუხობს მსმენელების წერილებს. ერთ-ერთმა გუშემატკივარმა ქეივს ჰკითხა, რა შეცვალა ამ ათმა წელმა მისი და მისი მეუღლის, სუზის ცხოვრებაში და გრძელდება თუ არა ეს განცდა დღემდე.

„ტკივილი რჩება, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ დროთა განმავლობაში ის იცვლება. გლოვა ასაკთან ერთად ყვავილობის პერიოდს გადის – ის ნაკლებად მიგვაჩნია პირად ტრაგედიად ან კოსმოსურ ღალატად და უფრო პოეტური ხდება. ვსწავლობთ, როგორ მივენდოთ მას. როცა სიკვდილის გარდაუვალი უსამართლობის წინაშე ვდგავართ, ვხვდებით, რომ ის, რაც თავდაპირველად აუტანელი გვეგონა, შეიძლება სინამდვილეში სულაც არ იყოს აუტანელი. მწუხარება მდიდრდება, ღრმავდება, ტექსტურას იძენს. ის უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და მშვენიერი ხდება,” – წერს ქეივი. 

მუსიკისის თქმით, ერთმა დიდმა განცდამ გააცნობიერებინა, როგორია, იყო ადამიანი: „აღმოვაჩინე, რომ საერთო ადამიანური ამბის ნაწილი ვარ. თანდათან შევიგრძენი ჩვენი ყოფიერების უზარმაზარი ღირებულება, იმავე დროს გავაცნობიერე ის საშინელი საფრთხე, რომელიც ამ მდგომარეობას თან ახლავს – ყველა მოვკვდებით. შევიგრძენი, რომ მიუხედავად ჩვენი უნიკალურობისა, ტკივილი საერთო გამოცდილებაა. დროთა განმავლობაში სუზი და მე მივხვდით, რომ სამყარო არც გულგრილია და არც ბოროტი – ის ძვირფასი, მოსიყვარულე, ლამაზი და ყოველთვის კეთილია.“

არტური, ნიკ ქეივის 15 წლის ვაჟი, 2015 წლის 14 ივლისს ინგლისში, ბრაიტონის კლდიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. 

ეს ტრაგედია ქეივის შემოქმედებაზეც აისახა. არტისტმა გლოვა მუსიკალურად გადმოსცა Nick Cave & the Bad Seeds-ის 2016 წლის ალბომში – Skeleton Tree. ენდრიუ დომინიკის დოკუმენტური ფილმი – One More Time with Feeling კი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაიტანა ეს პერიოდი მუსიკოსმა და მისმა ბენდმა.

„აღმოვაჩინე, რომ არტურის გარდაცვალების პირველი ტრავმა ერთგვარი შიფრი იყო, რომლის მეშვეობითაც ღმერთი მესაუბრებოდა. ეს ღმერთი რწმენასა და რელიგიურ სისტემებზე კი არა, სამყაროს დანახვის გარკვეულ გზაზე ლაპარაკობდა. ის ჩემთვის აღქმის ფორმად იქცა – სიფხიზლის მდგომარეობად. ღმერთი ვიპოვე ყველაფერში – დიდ ბოროტებასა და ყველაზე ღრმა უიმედობაშიც კი,” – წერს გამოქვეყნებულ პოსტში ნიკ ქეივი. 

The Red Hand Files-ზე ქეივი გულშემატკივრების კითხვებს ხშირად პასუხობს და სხვადასხვა პირად თუ შემოქმედებით თემას ეხება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტივი უანდერი ამბობს, რომ სიმღერისთვის თავის დანებებას არ აპირებს

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath, 1975 წელი. ფოტო: იან დიკსონი/Redferns

ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი