როგორ იქცა მუსიკაში ინვესტირება ინდუსტრიის ყველაზე დიდ თამაშად – Billboard On The Record მეთ პინკუსთან ერთად

ვდგავართ თუ არა მუსიკალური ინდუსტრიის რევოლუციის ზღვარზე?
კრისტინ რობინსონი და მეთ პინკუსი On the Record-ში
კრისტინ რობინსონი და მეთ პინკუსი On the Record-ში

წამყვანი ინვესტორი, დამოუკიდებელი გამომცემლობის, SONGS-ისა და საინვესტიციო კომპანია MUSIC-ის დამფუძნებელი მეთ პინკუსი ამ კვირას Billboard On The Record-ის წამყვანს, კრისტინ რობინსონს შეუერთდა, რათა განიხილოს, როგორ განვითარდა მუსიკალური კატალოგების ინვესტირების სფერო.

ინტერნეტზე დაფუძნებული საავტორო უფლებების ღირებულების ზრდიდან დაწყებული, ლეიბლებისა და გამომცემლების როლების ცვალებადობით დამთავრებული, პინკუსი აზიარებს საკუთარ ხედვებს იმის შესახებ, თუ საით მიემართება ინდუსტრია და რატომ შეიძლება ვიყოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე. ის და რობინსონი განმარტავენ, თუ როგორ შეცვალა ტეილორ სვიფტმა საუბარი კატალოგის გაყიდვებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი მუსიკის ინდუსტრიაში შემდეგი დიდი რევოლუციური ფაქტორი და რას ნიშნავს ეს ყველაფერი სფეროს მომავლისთვის. გარდა ამისა, პინკუსი მთავარ კითხვასაც  პასუხობს: არის თუ არა  მუსიკალური ბიზნესი რეცესიისგან დაცული?

Billboard On The Record-ის გამოწერა შეგიძლიათ Instagram-ზე, Apple Podcasts-ზე, Spotify-სა და Youtube-ზე. Billboard On The Record არის SickBird Productions-თან პარტნიორობით შექმნილი პოდკასტი.

კრისტინ რობინსონი: მუსიკალურ ინდუსტრიაში განწყობა შეცვლილია. შესაძლოა, ეს არ იყოს ზუსტი შეფასება, მაგრამ სწორედ ასე იგრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა 2024 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, სამ დიდ მუსიკალურ კომპანიაში (Sony, Universal და Warner) მუდმივად მიმდინარეობს შემცირებები და სტრუქტურული ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ხდება შემოქმედებითი პროცესის ნაწილი; Wall Street-ი სულ უფრო მეტად ყიდულობს მუსიკალურ აქტივებს, რთულია წარმატების მიღწევა TikTok-ზეც, შენელებულია სტრიმინგის ზრდა და ამას ემატება ეკონომიკური არამდგრადობა. ადვილი გამოსაცნობია, რომ რთული ვითარებაა და დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. 

ამიტომ დავურეკე ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მეწარმესა და ინვესტორს მუსიკის სფეროში, მეთ პინკუსს, და ვთხოვე, რეალურად გაგვარკვიოს არსებულ ვითარებაში. ვინც არ იცით,  ვინ არის მეთ პინკუსი, მინდა გითხრათ, რომ იგი  ყველაზე მეტად ცნობილია დამოუკიდებელი გამომცემლობის, SONGS-ის დაარსებით. გამომცემლობა 2006 წელს შეიქმნა და მალევე გახდა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე, რომელმაც იმუშავა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან The Weeknd, Lorde, Pharrell, Diplo და სხვები.

სრული ინტერვიუსთვის ეწვიეთ ბმულს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ რივერსი, Limp Bizkit-ის თანადამფუძნებელი და ბასისტი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ჰეილი ბიბერის ბოლო კომენტარებს, რომლებიც მათ სილამაზის ბრენდებს ეხებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი