სელენა გომესი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ჰეილი ბიბერის ბოლო კომენტარებს, რომლებიც მათ სილამაზის ბრენდებს ეხებოდა

„შეუძლია თქვას, რაც უნდა. ჩემს ცხოვრებაში ეს არაფერს ცვლის,” – დაწერა გომესმა სოციალურ ქსელში.
სელენა გომესი. 2025 წლის 9 სექტემბერი, ნიუ-იორკი.
AEON/GC IMAGES

სელენა გომესმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის ადრესატად ბევრმა ჰეილი ბიბერი მიიჩნია. Rhode Beauty ახლა უკვე სილამაზის ინდუსტრიის წამყვან ქსელურ მაღაზიაში – Sephora-შიც იყიდება, სადაც გომესის Rare Beauty-ც არის წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ WSJ Magazine-მა ჰეილი ბიბერთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ისაუბრა Rhode-ს გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ სხვა ბრენდებთან კონკურენციით არ არის დაინტერესებული.

„ყოველთვის გამაღიზიანებელია, როცა სხვებს გადარებენ,” – აღნიშნა მან. „ვფიქრობ, ყველასთვის არის ადგილი. კონკურენციის გრძნობა არ მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვისგანაც შთაგონებას არ ვიღებ.“

ჰეილი ბიბერის ამ ნათქვამს გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა და სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ ის ირიბად სელენა გომესის ბრენდს გულისხმობდა. მალევე გომესმა ინსტაგრამის ე.წ. Story-ში დაწერა:

„უბრალოდ დაანებეთ გოგოს თავი. შეუძლია თქვას, რაც უნდა. ჩემს ცხოვრებაში ეს არაფერს ცვლის. ეს უფრო რელევანტურობაზეა და არა ინტელექტზე. ყველა ბრენდი შთამაგონებს. ყველასთვის არის ადგილი. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი შევწყვიტოთ.“

მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერს შორის დაძაბულობაზე ხმები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, ორივემ არაერთხელ უარყო უთანხმოება. 2023 წლის მარტში გომესმა საჯაროდ დაიცვა ბიბერი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ტალღა აგორდა.

„ჰეილი ბიბერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ იღებდა სიცოცხლის ხელყოფის მუქარებსა და საშინელ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მე ამას არ ვემხრობი. არავის უნდა მოუწიოს სიძულვილის ან ბულინგის გადატანა. ყოველთვის სიკეთისკენ მოვუწოდებდი ადამიანებს და მართლა მინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს,” – წერდა სელენა გომესი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კრისტინ რობინსონი და მეთ პინკუსი On the Record-ში

როგორ იქცა მუსიკაში ინვესტირება ინდუსტრიის ყველაზე დიდ თამაშად – Billboard On The Record მეთ პინკუსთან ერთად

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟის თქმით, „მილიარდერი ბარბის“ ეპოქაში შედის და 2026 წლის ალბომის გამოცემის სავარაუდო თარიღსაც ამხელს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი