ჩარლი პუტის ახალი სიმღერა Changes გულშემატკივრებმა  კვირის საყვარელ მუსიკად დაასახელეს

პუტის ახალმა სინგლმა ხმების 32% მოაგროვა.
Charlie Puth LINDSAY ELLARY
Charlie Puth LINDSAY ELLARY

ჩარლი პუტის ახალი სიმღერა Changes   Billboard-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ლიდერი გახდა. რეიტინგში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, მსმენელებს კვირის საუკეთესო ახალი რელიზი უნდა აერჩიათ.

სიმღერა ხუთშაბათს გამოვიდა, სხვა ახალ რელიზებს შორის კი იყო:  Morgan Wallen, Tame Impala, Teddy Swims, 5 Seconds of Summer და სხვები.

80-იანი წლების პოპ-სტილით შთაგონებულ სიმღერას პოზიტიური ატმოსფეროს მქონე მუსიკალური ვიდეო ახლავს, რომელშიც მომღერალმა მეუღლის, ბრუკის ორსულობის შესახებ გაამხილა. ვიდეოში მეორე სიახლეცაა, სადაც  ჩარლი მეოთხე სტუდიური ალბომის, Whatever’s Clever!-ის გამოსვლას 6 მარტს აანონსებს. 

„ჩარლი ახალ სინგლსა და მუსიკალურ ვიდეოში – Changes როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცვლილებებზე ფიქრობს.“ – წერია პრესრელიზში.

Whatever’s Clever! 2022 წლის ალბომ Charlie-ს გაგრძელებაა, რომელიც Billboard Hot 100-ის ტოპ 40-ში შესულ სინგლების მოიცავს: Light Switch და Left and Right (BTS-ის წევრ ჯონგ კუკთან ერთად). ახალი ალბომი მისი ხანგრძლივი პარტნიორი ლეიბლის, Atlantic Records-ის მეშვეობით გამოვა.

გამოკითხვაში ჩარლი პუტის Changes-ის შემდეგ, ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორისაა მორგან უოლენის Graveyard Whistling ხმების 20%-ით, Tame Impala-ს Deadbeat – 14%-ით, Teddy Swims-ის You’ve Got Another Thing Coming – 7%-ით და 5 Seconds of Summer-ის Boyband ხმების 6%-ით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკი მინაჟის თქმით, „მილიარდერი ბარბის“ ეპოქაში შედის და 2026 წლის ალბომის გამოცემის სავარაუდო თარიღსაც ამხელს

შემდეგი სტატია

Snoop Dogg-მა „ვოისში” თავისი პირველი “მოპარვის” ღილაკი გამოიყენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი