ფესტივალი „საჩუქარი” იხსნება

ფესტივალის 28-ე გამოშვება 25 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე შედგება.

25 ოქტომბერს თბილისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” იხსნება. წელს ფესტივალი 28-ედ იმართება და, ტრადიციულად, მაყურებელს გამორჩეულ პროგრამას სთავაზობს.

ფესტივალს გახსნის ლეგენდარული იაპონური ბუტოს თეატრალური კომპანიის, Sankai Juku-ს წარმოდგენა Meguri, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს. პროექტი იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. 

წლევანდელი გამოშვება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამედროვე იტალიურ თეატრსა და წარმოდგენით ხელოვნებას. „იტალიური ფოკუსის” ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით,  სპეციალური პროგრამა მიეძღვნება ემილია-რომანიის რეგიონს, რომელიც კულტურული სიახლეებისა და ინოვაციური თეატრალური ტენდენციების ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს. 

ფესტივალის პერიოდში თუმანიშვილის თეატრი ორკვირიან სახელოსნოს უმასპინძლებს, რომელიც იტალიელ ხელოვანებსა და თუმანიშვილის თეატრის დასს შორის შედგება. ფოკუსის ფარგლებში ასევე გაიმართება ცნობილი იტალიელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, მარკო მარტინელისა და ერმანა მონტანარის სამდღიანი სახელოსნო ქართველ პოეტებთან და ლიტერატორებთან. გარდა ამისა, შედგება ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, ერმანა მონტანარის სპექტაკლის „მადრე“ (დედა) და მარკო მარტინელის ფილმის, Er-ის ჩვენება.

წელს ფესტივალს კიდევ ერთი ახალი პროგრამა შეემატება: „ბასკურ-ქართული კულტურული გზაჯვარედინი: კავკასიიდან პირენეებამდე”, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ესპანეთის სახელმწიფოს კულტურული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ერთმანეთს დაუკავშირდება თანამედროვე ბასკური ცეკვა Kukai Dantza და ქართული მრავალხმიანობა. ამასთანავე, ბასკეთიდან თბილისს ეწვევა თეატრალური კომპანია „კულუნკა”, რომელიც ქართველ მაყურებელს თავის ცნობილ წარმოდგენას, André & Dorine-ს წარუდგენს.

საფესტივალო პროგრამის პარალელურად, „საჩუქარი” კვლავ განაგრძობს ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერას. გრძელდება ასევე პროგრამა GIFT Biennale College.

2025 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი „საჩუქარი” ოფიციალურად უკვე თავად თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს გადაეცა.

ფესტივალის პროგრამა და ბილეთები იხილეთ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard-მა Bad Bunny-ს 21-ე საუკუნის საუკეთესო ლათინო არტისტის ჯილდო გადასცა

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეოკლიპი – Amen

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი