Daft Punk-ის თომას ბანგალტერი პარიზში Fred again..-თან ერთად მოულოდნელ DJ სეტზე გამოჩნდა

ეს გამოსვლა ბანგალტერისთვის პირველი DJ სეტი იყო ბოლო 16 წლის განმავლობაში.
თომას ბანგალტერი ვენეციის კინოფესტივალზე. 2025 წლის 6 სექტემბერი. ვენეცია, იტალია.
PASCAL LE SEGRETAIN/GETTY IMAGES

25 ოქტომბერს ცნობილი ჯგუფის, Daft Punk-ის წევრმა თომას ბანგალტერმა და Fred again..-მა ერთად დაუკრეს Because Beaubourg-ის ღონისძიებაზე. ეს იყო ორდღიანი ფესტივალი, რომელიც ფრანგული ლეიბლის, Because Music-ის 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ფესტივალი პარიზში, პომპიდუს ცენტრში ჩატარდა. არტისტებთან ერთად სცენაზე გამოდიოდნენ დიჯეები ეროლ ალკანი და Busy P.

ეს გამოსვლა ბანგალტერისთვის პირველი DJ სეტი იყო ბოლო 16 წლის განმავლობაში. როგორც გამოცემა NME იუწყება, ღონისძიების დროს ფრანგმა მუსიკოსმა დაუკრა Daft Punk-ის კლასიკური ტრეკების მიქსი, მათ შორის Contact, Rollin’ & Scratchin’ და Digital Love, ასევე The Chemical Brothers-ის Galvanise და ჯონი გრინვუდის კომპოზიცია – One Battle After Another.

Because Beaubourg-ის ფესტივალი პომპიდუს ცენტრში ჩატარებული ბოლო საღამო იყო. სახელოვნებო სივრცე ხუთი წლის ვადით რემონტისთვის იკეტება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტშიც გადაიცემოდა.

„გუშინ საღამოს თომას ბანგალტერთან, ეროლ ალკანთან და Busy P-ისთან ერთად პომპიდუში დავუკარი,“ – დაწერა Fred again..-მა ინსტაგრაზე. „თომასმა ლიფტში, შოუსკენ მიმავალ გზაზე მითხრა, რომ პირველად ელექტრონული მუსიკა 1992 წელს, სწორედ ამ შენობაში შეუყვარდა. მან ასევე მითხრა, რომ უკანასკნელად ნიღბის გარეშე სრულფასოვანი სეტი 24 წლის წინ დაუკრა. ამაზე რა მეთქვა, არ ვიცოდი, ახლაც არ ვიცი. უბრალოდ ვუთხარი, რომ იმედი მაქვს, შემდეგ შემთხვევამდე კიდევ 24 წელი არ გავა.“

ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებმა კომენტარებში აღფრთოვანება გამოთქვეს: „ლეგენდარულია!!“ – დაწერა Tiësto-მ. კომენტარების ველში ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა დევიდ გუეტაც, რომელმაც აღტაცება გამოხატა.

Daft Punk-ის უკანასკნელი ცოცხალი გამოსვლა 2017 წლის გრემის ცერემონიაზე გაიმართა The Weeknd-თან ერთად. 2021 წელს ფრანგულმა დუეტმა დაშლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. რაც შეეხება ბანგალტერს, მან იმუშავა არაერთ პროექტზე – მათ შორის ფრანგულ ბალეტზე და სალვადორ დალის შთაგონებით შექმნილ კომედიურ ფილმზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერიმ და ჯასტინ ტრიუდომ პირველი საჯარო გამოჩენით მათი ურთიერთობა დაადასტურეს

შემდეგი სტატია

ტომ იორკმა გაამხილა, თუ რატომ არ გაუმართავს Radiohead-ს ტურნე 2018 წლის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი